ფოთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ფოთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ფოთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმე ეხება ორი დღის წინ, ფოთში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ახალგაზრდა კაცს ხელკეტებით სცემეს და მუხლები დაუხვრიტეს. 

უწყების ცნობით, უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.