ღარიბაშვილი გჯობნით, მის სამთავრობო საათზე ქედს იხრიდნენ, თქვენ მაქსიმუმ წარმატება გისურვონ — გოგორიშვილი გახარიას

ღარიბაშვილი გჯობნით, მის სამთავრობო საათზე ქედს იხრიდნენ, თქვენ მაქსიმუმ წარმატება გისურვონ — გოგორიშვილი გახარიას

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, რომ მას თავდაცვის მინისტრმა აჯობა, რადგან გახარიას პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას უმრავლესობის წევრები მხოლოდ მიესალმნენ, ხოლო ღარიბაშვილთან "ქედს უხრიდნენ".

"ბატონო გიორგი, ან ახალი მესიჯბოქსი აქვს დარიგებული ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, ან თავდაცვის მინისტრი გჯობნით. იმიტომ, რომ სამთავრობო საათზე, როცა თავდაცვის მინისტრი გამოდიოდა, ქედის მოხრით იყვნენ დაკავებული, ქედს ვიხრიო ეუბნებოდნენ და თქვენ მოგესალმებიან და მაქსიმუმ წარმატება გისურვონ. თუ მესიჯბოქსი არ არის, მაშინ გირჩევთ გაარკვიოთ რაშია საქმე. კიდევ არის ფრაქციები, კომიტეტები და ალბათ, გაითვალისწინებთ ამას და ქედის მოხრით დაკავდებით", — განაცხადა გოგორიშვილმა.

დღეს პარლამენტში პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.