ყველის ორცხობილა

ყველის ორცხობილა

შემადგენლობა:

  • 1 ც კვერცხი
  • 150 გრ მარილიანი ყველი
  • 150 გრ კარაქი
  • ნახევარი ჭიქა ფქვილი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ყველს გავხეხავთ, კვერცხს დავუმატებთ და პილპილს მოვაყრით. ამას კარგად ავურევთ. შემდეგ დარბილებულ კარაქსა და ფქვილს ავურევთ. მასა როცა ერთიანი გახდება. გავაბრტყელებთ და წვრილ ჩხირებად დავჭრით. შემდეგ ამ ჩხირებს ცივ ტაფაზე დავალაგებთ. ყველის ორცხობილა დაახლოებით 25 წუთში ცხვება.( შესაძლებელია ზევიდან კვერცხის წასმაც).