შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკა ჟვანიას დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ცაცია არ არის

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკა ჟვანიას დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ცაცია არ არის

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სპორტსმენის ნიკა ჟვანიას დედა აცხადებს, რომ მის შვილს დაზიანებები ჩხუბის მონაწილეებისთვის არ მიუყენებია.

 

გუშინ, „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩხუბის დროს მიყენებული დაზიანებები ცაცია ადამიანის მიერ არის განხორციელებული. გადაცემის დროს გვარამია ამტკიცებდა, რომ ცაცია ერთ-ერთი ბრალდებული არჩილ გაგნიძეა.

მოგვიანებით „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ ამ საქმეში ნამდვილად ფიგურირებს ცაცია სპორტსმენი და ეს პირი არა არჩილ გაგნიძე, არამედ ნიკა ჟვანიაა.

 

„ყოჩებში თამაშობდა, მართლა კარგი ბიჭები არიან, გაუგებრობის მსხვერპლი არიან. თავიდანვე თქვა, რომ მე ავიღე ეს რკინა არ დაუმალავს.

 

ნიკას რომ ეს ვინმესთვის დაერტყა ცოცხალი აღარ დარჩებოდა. რაგბშიც ყოველთვის მარჯვენათია, ნიკა არ არის ცაცია“, – ამბობს „მთავარ არხთან“ ერთ-ერთი ბრალდებულის ნიკა ჟვანიას დედა.