შექმნილ ვითარებაში, ყველაზე სწორია მმართველმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას

შექმნილ ვითარებაში, ყველაზე სწორია მმართველმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ამერიკის თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას.

"შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, ზნეობრივი, ეროვნული ნაბიჯი ხელისუფლებისაგან, თუ საერთოდ დარჩათ ასეთი რამ, იქნება მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან, რითაც ყველა პოლიტიკურ ძალას თანასწორი პლატფორმა შეექმნება", — თქვა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მთელ დემოკრატიულ სამყაროში აღარ რჩება ადგილი, ამიტომ ადეკვატურმა პოლიტიკურმა ძალამ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს და საკუთარი მდგომარეობა მაინც აღარ გაირთულოს.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა 2021 საბიუჯეტო წლის თავდაცვის ბიუჯეტში, ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილება მოამზადა, რომელიც საქართველოს დემოკრატიას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმას ეხება. ტექსტი საუბარია იმაზე, რომ სენატი ხელახლა ადასტურებს სურვილს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, "თუ საქართველოს მთავრობა კვლავ გამოავლენს ამ რეფორმების გატარების გულწრფელ სურვილს".

ტექსტში აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, რურუა კვლავ დაკავებულია.