შეჯახება ხობში - დაღუპულია მოზარდი

შეჯახება ხობში - დაღუპულია მოზარდი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხობში, მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის სოფელ შუა ხორგაში, გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.