"შვილი მომიკვდა... ორჯერ გამიუქმდა ბილეთი და ორმოცისთვისაც ვერ ჩამოვდივარ" - რას უპირებს ემიგრაციაში მყოფ ქართველებს მთავრობა?

"შვილი მომიკვდა... ორჯერ გამიუქმდა ბილეთი და ორმოცისთვისაც ვერ ჩამოვდივარ" - რას უპირებს ემიგრაციაში მყოფ ქართველებს მთავრობა?

"დე­დას შვი­ლი ყავ­დეს ცუ­დად და ვერ ჩა­მო­ვი­დეს, დე­დას შვი­ლი მო­უკ­ვდეს და ქვე­ყა­ნა­ში ვერ ჩაფ­რინ­დეს, რაღა ვი­წა­მო მა­გა­თი? 15 გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქა­ლია აქ, ზოგს შვი­ლი მო­უკ­ვდა და გა­უ­უქ­მდა ფრე­ნა, ზოგს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ყავს დედა, ზოგს მე­უღ­ლე და­ე­ღუ­პა... რო­გო­რი გამ­წა­რე­ბუ­ლი ვარ მე - შვი­ლი მო­მიკ­ვდა! ორ­ჯერ ბი­ლე­თი ავი­ღე და გა­მი­უქ­მდა, ორ­მო­ცის­თვი­საც ვერ ჩა­მოვ­დი­ვარ" - ეს იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ქა­ლის, მა­რი­ნას წე­რი­ლია.

ქალს 5 ივ­ნისს 33 წლის შვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში და კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრე­ბის გამო, შვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე ჩა­მოს­ვლაც ვერ მო­ა­ხერ­ხა.

მა­რი­ნას მსგავ­სად, უამ­რავ ემიგ­რანტს სურს სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, რამ­დე­ნი­მე თვით, ან სა­მუ­და­მოდ დაბ­რუ­ნე­ბა, თუმ­ცა ფრე­ნე­ბის სიმ­ცი­რე, ბი­ლე­თე­ბის სიძ­ვი­რე და 2-კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა აფერ­ხებთ.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა აქ­ცია გა­მარ­თეს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თეს, ნუ გას­წი­რა­ვენ ემიგ­რან­ტებს და მათ და­საბ­რუ­ნებ­ლად სპეც-რე­ი­სე­ბი და­ი­ნიშ­ნოს.

აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ნონა მო­დე­ბა­ძე-გე­ლაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ მისი შვი­ლი ამ­ჟა­მად პო­ლო­ნეთ­შია და უკან დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებს:

"მე ემიგ­რან­ტის დედა ვარ, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ყვე­ლა ემიგ­რან­ტის დე­დაც ვარ, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლებ­მაც ბი­ლე­თე­ბი იყი­დეს, გა­უ­უქ­მდათ, სა­ელ­ჩო­ებს უკავ­შირ­დე­ბი­ან, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ცდი­ლო­ბენ დაბ­რუ­ნე­ბას.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გვა­ინ­ტე­რე­სებს, თუ ჩვენ COVID-19-თან თა­ნა­ცხო­რე­ბა გვი­წევს, რა­ტომ არ ხსნი­ან სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს? აა­ნონ­სე­ბენ, რომ სექ­ტემ­ბერ­ში იქ­ნე­ბა პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღა. რა იცი, რო­მე­ლი ტალ­ღა იქ­ნე­ბა? ეს­პა­ნეთ­მა სა­ზღვრე­ბი გახ­სნა, ევ­რო­კავ­შირ­მა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გახ­სნა სა­ზღვა­რი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ამე­რი­კა­ზე და იტა­ლი­ა­ზე ძლი­ე­რე­ბი ვართ? პან­დე­მი­ას რით ვებ­რძვით, ემიგ­რან­ტე­ბის იქ გა­ჩე­რე­ბით?

  • ემიგ­რან­ტებს შო­რის ბევ­რი უმუ­შე­ვა­რია, ბევ­რი შიმ­ში­ლობს, ბევ­რს სახ­ლიც კი არ აქვს, ზოგი ცხოვ­რობს, მაგ­რამ ცოტა ხნით წა­მოს­ვლა უნდა, ზოგს დედა ჰყავს ცუ­დად, ზოგს ქმა­რი გარ­და­ეც­ვა­ლა და ვერ მო­დის

ჩემს შვილ­საც უთხრეს და პო­ლო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა მეც ეს მი­თხრა, პო­ლო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან 500 ადა­მი­ა­ნი იყო და 400 და­ვაბ­რუ­ნე­თო, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის კო­მენ­ტა­რებ­ში კი მწე­რენ, რომ 450 ადა­მი­ა­ნი და­ვით­ვა­ლეთ, მხო­ლოდ ქა­ლაქ პოზ­ნან­შიო. ჩემი შვი­ლი ცდი­ლობს, ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უძ­ლოს, დეპ­რე­სი­ას არ აჰ­ყვეს - უნდა, ჩა­მო­იყ­ვა­ნონ, მაგ­რამ მე აქ დგო­მას არ მთხოვს და ამას მხო­ლოდ მის გამო არ ვა­კე­თებ, ვინც მწერს, მათ შვი­ლებ­ზე კი­დევ უფრო ვდარ­დობ.

ეს უკვე კონ­სტი­ტუ­ცი­ის, მე-14 მუხ­ლის დარ­ღვე­ვაა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა, შე­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მთა­ვა­რია, მო­ვი­თხო­ვოთ კონ­სტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მუხ­ლის თა­ნახ­მად ამ ხალ­ხის­თვის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გახ­სნა, ჯან­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუნ­დაც ორ­კვი­რი­ან კა­რან­ტინ­შიც მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­თავ­სე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს ნონა მო­დე­ბა­ძე-გე­ლაშ­ვი­ლი.

აქ­ცი­ის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ­გაზ­რდე­ბი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ნა­ნა ან­დღუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ხელ­მწი­ფომ პან­დე­მი­ის დროს ბევ­რი ემიგ­რან­ტი სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნა, თუმ­ცა მათი დიდი რა­ო­დე­ნო­ბა კვლავ სამ­შობ­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ, დუ­ხ­ჭირ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა.

"ზალ­კა­ლი­ა­ნი უაზ­რო პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს რომ აკე­თებს, მა­გას ჯო­ბია, მისი უწყე­ბა და თვი­თონ ემიგ­რან­ტებს და­ეხ­მა­რონ - შე­ი­მუ­შა­ვონ სქე­მა, ან ისევ სპეც­რე­ი­სე­ბი და­ნიშ­ნონ, ან რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ, რომ სა­ბო­ლო­ოდ, ეს ხალ­ხი ჩა­მო­ვი­დეს.

გა­მო­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და იძა­ხის, პირ­ველ აგ­ვის­ტომ­დე ფრე­ნე­ბი შე­წყდაო - ამა­ზეა სა­უ­ბა­რი. ბი­ლე­თე­ბი ახლა ძა­ლი­ან ბევ­რს გა­უ­უქ­მდა და აღარ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ხე­ლახ­ლა შე­ი­ძი­ნონ. სა­ხელ­მწი­ფო რის­თვის არ­სე­ბობს? თუ გა­მო­დი­ხარ, აკე­თებ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ცხა­დე­ბას და ამ ფრე­ნებს წყვეტ, მა­შინ იმის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აიღე, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად და­ეხ­მა­რო ამ ხალ­ხს.

ჩვენ ამას ვი­თხოვთ, თო­რემ პან­დე­მია, რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა რო­მაა, ეგ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით. ხალ­ხს ბოლო კა­პი­კე­ბი ჰქონ­დათ დარ­ჩე­ნი­ლი, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებ­დნენ დაბ­რუ­ნე­ბას - ელე­მენ­ტა­რუ­ლად, საჭ­მელ­ზეა ლა­პა­რა­კი. ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი ერ­თმა­ნეთს იც­ნობს, ეხ­მა­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ზოგს ბინა აღარ აქვს, ვი­ღაც ქარ­თვე­ლი ნაც­ნო­ბის ოჯახ­ში ცხოვ­რობს.

გა­მო­სავ­ლად პირ­ველ რიგ­ში ვხე­დავ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­იხ­სნას - არ ვამ­ბობ, რომ და­კე­ტი­ლია, მაგ­რამ უფრო აქ­ტი­უ­რად ამუ­შავ­დნენ, მი­იწ­ვი­ონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, გა­ერ­კვი­ონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, რა და რო­გორ ხდე­ბა და იმის მი­ხედ­ვით გა­და­წყვი­ტონ, ვინ რო­გორ წა­მო­ვა.

მთა­ვა­რი, ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ემიგ­რან­ტის­თვის, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნის დროს უყუ­რა­დღე­ბოდ დარ­ჩე­ნაა, პირ­ველ რიგ­ში, შე­ნი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ეს ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლია“, - აღ­ნიშ­ნავს მა­ნა­ნა ან­დღუ­ლა­ძე.

რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ემიგ­რან­ტე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კით, სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სე­ბით ქვე­ყა­ნა­ში უკვე 12 720 ემიგ­რან­ტი დაბ­რუნ­და.

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ 2-კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი კვლავ მოქ­მე­დებს. თუმ­ცა, ესეც პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ემიგ­რა­ცი­ი­დან დრო­ე­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბის­თვის - მა­შინ როცა ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში ერთი ან ორი თვით ახერ­ხე­ბენ ჩა­მოს­ვლას, არ სურთ კა­რან­ტინ­ში ორი კვი­რის გა­ტა­რე­ბა, თუმ­ცა მზად არი­ან, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით ჩა­ი­ტა­რონ ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ამ­ჟა­მად არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი გარ­კვე­უ­ლი სიხ­ში­რით, რი­თაც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ, ისარ­გებ­ლონ:

- მსოფ­ლი­ო­ში და­წე­სე­ბუ­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­ზღუდ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­დე­საც ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრე­ბის გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო გა­და­ად­გი­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო დად­გა, რო­გორც მათი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის, ასე­ვე სამ­შობ­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბამ­დე მათ­თვის ად­გილ­ზე დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბის წი­ნა­შე.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით ეფექ­ტი­ა­ნად მო­ა­ხერ­ხა აღ­ნიშ­ნუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და პან­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბი იყო ჩა­კე­ტი­ლი და შე­ზღუდ­ვე­ბი იყო და­წე­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნებ­ზე, გა­ნა­ხორ­ცი­ელ­და 73 ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი, სამ­შობ­ლო­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად დაბ­რუნ­და 13 000-მდე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ხოლო ად­გილ­ზე პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია 22 000-მდე ადა­მი­ანს, ამა­ში შე­დი­ო­და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც თავ­შე­საფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ასე­ვე საკ­ვე­ბით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მო­მა­რა­გე­ბა და სხვა.

ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დგომ და მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლი­ო­ში და­წე­სე­ბუ­ლი მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­უქ­მდა, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ფრე­ნე­ბი ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა და კომ­პა­ნია „აირ­ზე­ნას“ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ეწარ­მო­ე­ბი­ნა კო­მერ­ცი­უ­ლი ფრე­ნე­ბი ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ ივ­ლი­სის თვე­ში უკვე და­გეგ­მი­ლია 12 კო­მერ­ცი­უ­ლი რე­ი­სი (კვი­რა­ში 3 ფრე­ნა), რაც კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, და­გეგ­მონ გა­მომ­გზავ­რე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ სამ­შობ­ლო­ში.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­გეგ­მილ რე­ი­სებ­ზე, ვიდ­რე მი­ღე­ბულ იქ­ნე­ბო­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ, უკვე საგ­რძნობ­ლად იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა

ბუ­ნებ­რი­ვია, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ შე­საძ­ლოა, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც სა­ჭი­რო­ე­ბენ სამ­შობ­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბას, ყო­ველ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი მზად არი­ან, და­ეხ­მა­რონ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­მომ­გზავ­რე­ბის მარ­შუ­ტე­ბის და­გეგ­მვა­ში.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სრულ­ყო­ფი­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი ჯერ არ აღუდ­გე­ნია არც ერთ სა­ხელ­მწი­ფოს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სუ­რა­თი მსოფ­ლი­ო­ში კვლავ არას­ტა­ბი­ლუ­რი და ცვა­ლე­ბა­დია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ეპიდ­გავ­რცე­ლე­ბის მხრივ დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის, ეკო­ნო­მი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Georgian Airways-ი ამ­სტერ­და­მის, ვე­ნი­სა და თელ-ავი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩარ­ტე­რულ რე­ი­სებს შემ­დე­გი გან­რი­გით გეგ­მავს:

  • 4 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი - ამ­სტერ­და­მი - თბი­ლი­სი (გაფ­რე­ნა 06:50, მოფ­რე­ნა 17:15);
  • 6 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი - ამ­სტერ­და­მი - თბი­ლი­სი (გაფ­რე­ნა 06:30, მოფ­რე­ნა 17:15);
  • 11 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი - ამ­სტერ­და­მი - თბი­ლი­სი (გაფ­რე­ნა 06:50, მოფ­რე­ნა 17:15);
  • 18 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი - ამ­სტერ­და­მი - თბი­ლი­სი (გაფ­რე­ნა 06:50, მოფ­რე­ნა 17:15);
  • 20 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი - ამ­სტერ­და­მი - თბი­ლი­სი (გაფ­რე­ნა 06:30, მოფ­რე­ნა 17:15);
  • 25 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი - ამ­სტერ­და­მი - თბი­ლი­სი (გაფ­რე­ნა 06:50, მოფ­რე­ნა 17:15);
  • 27 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი - ამ­სტერ­და­მი - თბი­ლი­სი (გაფ­რე­ნა 06:30, მოფ­რე­ნა 17:15);

ვე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შემ­დე­გი გან­რი­გით იგეგ­მე­ბა:

  • 5 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი - ვენა - თბი­ლი­სი (გაფ­რე­ნა 16:30, მოფ­რე­ნა 00:10 +1);
  • 12 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი - ვენა - თბი­ლი­სი (გაფ­რე­ნა 16:30, მოფ­რე­ნა 00:10 +1);

თელ-ავი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი შემ­დე­გი გან­რი­გით შეს­რულ­დე­ბა:

  • 2 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი - თელ-ავი­ვი - თბი­ლი­სი (გაფ­რე­ნა 07:10, მოფ­რე­ნა 13:15)