შსს სურამში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

შსს სურამში  ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სუ­რამ­ში, ქმრის მიერ ცო­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 34 წლის მა­მა­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლია. და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შსს-ს ცნო­ბით, მომ­ხდარ ფაქ­ტამ­დე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მე­უღ­ლე­ებს შო­რის შე­საძ­ლო კონ­ფლიქ­ტის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა ან შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ შო­რის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­ცე­მუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ქ., ოჯა­ხის წევ­რის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, სუ­რამ­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს - 1989 წელს და­ბა­დე­ბულ თ.რ.-ს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს. ბრალ­დე­ბუ­ლი აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ვ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.