შტურმი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - ოპოზიცია პოლიტიკურ შეტევაზე საუბრობს

შტურმი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - ოპოზიცია პოლიტიკურ შეტევაზე საუბრობს

რეპსრესიული მანქანა არამხოლოდ მუქარისა და შეურაცხმყოფელი განცახდებების, არამედ უკვე სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით ხელისუფლებამ სრულად აამოქმედა. კახა კალაძე სიმართლის მუშტებს იქნევს, მმართველი პარტიის წევრები კი კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ ორგანიზებულ შტურმს იწყებენ. 

მმართველი გუნდის წევრებს დღეს ამ თემასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთმანეთის მსგავსი მესიჯბოქსი ჰქონდათ, თუმცა მათგან ყველაზე აგრესიული განცხადებებით გია ვოლსკი გამოირჩევა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სიცრუისა და "ფეიკ ნიუსების" საამქრო აქვთ.

რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით, - ეს იყო პასუხი ჟურნალისტების კითხვაზე, როდესაც "ქართული ოცნების" დეპუტატს კახა კალაძის ახალი პროექტის შესახებ ჰკითხეს, რომელიც როგორც მერი ამტკიცებს, "ფეიკ ნიუსთან" ბრძოლას ემსახურება.

ვოლსკიმ "მთავარი არხის" ჟურნალისტს არ უპასუხა, თუმცა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ტყუილების გავრცელების შემთხვევაში, პასუხს მიიღებენ".

  • თქვენ გინდათ, რომ ყველას ტალახი მიასხათ და პასუხი ჩათვალეთ მედიაზე ზეწოლად, ეს აღარ გაგივათ უკვე, დამთავრდა, - უთხრა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ "ფეიკ ნიუსები" არათუ საქართველოს, მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ამ გლობალური და მათ შორის, ლოკალური პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველამ თავისი პატარა წვლილი უნდა შეიტანოს.

საპარლამენტო უმცირესობაშ კი აცხადებენ, რომ ეს კრიტიკულ ტელევიზიებზე პოლიტიკური შეტევაა და ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური ტელევიზიების გასაჩუმებლად ყველა ღონეს ხმარობს.