ჩვეულებრივი კოლაფსი იქნებოდა ბიუჯეტის — გახარია ევროპული საქართველოს ეკონომიკურ გეგმაზე

ჩვეულებრივი კოლაფსი იქნებოდა ბიუჯეტის — გახარია ევროპული საქართველოს ეკონომიკურ გეგმაზე

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ ეკონომიკურ გეგმას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯების შემთხვევა ბიუჯეტში კოლაფსი იქნებოდა. მისივე თქმით, პარტიის გეგმა მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერისკენაა მიმართული.

როგორც პარლამენტში გამოსვლის დროს გახარიამ განაცხადა, 4 თვით საშემოსავლო, ქონების გადასახადის, აქციზის გადასახადების გაუქმებით ბიუჯეტი 2,2 მილიარდ ლარზე მეტს დაკარგავდა. ამასთან, პარტიის მიერ შეთავაზებული სოციალური დახმარების გაწევა დამატებით დააწვებოდა ბიუჯეტს.

"საერთო ჯამში რომ ვიგულისხმოთ, მათი ეკონომიკური გეგმით, უფრო სწორად სურვილებით, ბიუჯეტს უფორმირდება -6,1 მილიარდი, რაც საბიუჯეტო დეფიციტში ნიშნავს 14%. ვისაც საერთოდ ეკონომიკა ესმის, მან კარგად იცის, რომ -14%-იანი დეფიციტი ნიშნავს უბრალოდ მაკროეკონომიკური ფინანსური სტაბილურობის დაკარგვას და ამ პირობებში არა თუ რაიმე დამატებითი დონორებისგან სახსრების მოძიება, საერთოდ შეუძლებელი იქნება მიმდინარე ხარჯების მომსახურება", — განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ევროპული საქართველოს ეკონომიკური გეგმა საფრთხეს შეუქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ემუქრება და ლარის კურსს უპროგნოზოს გახდის. მისივე მტკიცებით, უკვე ამ თვეში ვერ მოხერხდებოდა პენსიების დარიგება და გეგმიური ოპერაციების მომსახურება.

"ამის შემდეგ რისკის ქვეშ დგება ჯანდაცვის სისტემა, მიმდინარე ოპერაციებს ვერ მოემსახურებოდა ბიუჯეტი და შემდეგ მიადგებოდნენ საპენსიო ფონდს, რომელსაც არ იციან რა უყონ. 772 მილიონი ვერ მოუნელებიათ, რომელიც დევს როგორც სტაბილურობის ფონდი ჩვენი მოქალაქეებისათვის ხანდაზმულობის პერიოდში. ყველა ზღვარს გავიდა ეს მიზანმიმართული ბრძოლა საპენსიო ფონდთან", — განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარია ამბობს, საერთაშორისო დონორებისგან თანხების მოძიების შემთხვევაშიც, ქვეყნის საგარეო ვალი გაიზრდებოდა და სამომავლო სტაბილურობას ხაზს გადაუსვამდა.