ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს

ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს

ჩი­ნეთ­ში, დე­და­ქა­ლაქ პე­კინ­თან ახ­ლოს ქა­ლა­ქი ან­ქსი­ნი ჩა­კე­ტეს და მკაც­რი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­დეს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. ქა­ლაქ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 400 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა ჰე­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­თა ზრდას უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­გან­გა­შო არ არის. რო­გორც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ჩი­ნე­თი ცდი­ლობს, რომ ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს და რამ­დე­ნი­მე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი მკაცრ ზო­მებს მი­მარ­თავს.

BBC-ის ცნო­ბით, ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა კვი­რას გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქა­ლა­ქი ან­ქსი­ნი სრუ­ლად და­ი­კე­ტე­ბო­და და გა­კონ­ტროლ­დე­ბო­და. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბელ მუ­შა­კებს აქვთ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი,ოჯა­ხის მხო­ლოდ ერთ წევ­რს აქვს უფ­ლე­ბა სახ­ლი და­ტო­ვოს მა­ღა­ზი­ა­ში ჩა­სას­ვლე­ლად.

ან­ქსი­ნი პე­კი­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­თან 150 კმ-თაა და­შო­რე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ოპ­ტი­მის­ტუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ვირუ­სის შე­ჩე­რე­ბას შეძ­ლე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 12 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სის“ ცნო­ბით, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან 7 ად­გი­ლობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გია და ყვე­ლა მათ­გა­ნი პე­კინ­ში და­ფიქ­სირ­და.

11 ივ­ნი­სი­დან დღემ­დე პე­კინ­ში 311 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა ე.წ. ბაზ­რის კლას­ტე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლაქ ან­ქსინს, რო­გორც ცნო­ბი­ლია, იქ ბოლო ორ კვი­რა­ში 18 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

ჩი­ნეთ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის 83 512 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, აქე­დან 4 634 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.