ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანენ

ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანენ

რამდენიმე დღეში ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანენ. ინფორმაცის მისი მეუღლე, ანა ჯაბაური ავრცელებს.

როგორც ჯაბაური წერს, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამაჟამად დადებითი დინამიკით ხასიათდება და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში უკვე შესაძლებელი იქნება მისი გადაყვანა ერთ ერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო კლინიკაში.

  • ვერავინ გვეუბნება ზუსტ დროსა და პროგნოზს, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს საბრძოლო ვითარებაში ყოფნა, მაგრამ არსებული დადებითი დინამიკა მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს.
  • სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ევროპის ერთერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადავალთ. საჰაერო გზები გაიხსნა და ამაზე უკვე ზრუნავს ხალხი, რომელიც პირველივე დღიდან ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში ჩვენს გვერდითაა. ბრძოლას ვაგრძელებთ. იმედიანად ყოფნასაც" - წერს ანა ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს კოლხურ კოშკთან დაჭრეს. მას ჯერ თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული.