ცხინვალის საავადმყოფოში მოქალაქემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა

ცხინვალის საავადმყოფოში მოქალაქემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ცხინვალის საავადმყოფოში უმისამართოდ ისროდა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შემთხვევა 21 ივნისს საღამოს

"ინციდენტი გუშინ, დახლოებით 20:05 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი გავიდა და ეჭვმიტანილი დააკავა. იარაღი ამოღებულია. მიმდინარეობს გამოძიება" - აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, საქმეში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს.