ხვალ ტექნოლოგიური კონფერენცია Tech Touch 2020 ონლაინ ფორმატში დაიწყება

ხვალ ტექნოლოგიური კონფერენცია Tech Touch 2020 ონლაინ ფორმატში დაიწყება
  1. უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციების შესახებ დისკუსიები, ბიზნესის მფლობელებისთვის პრაქტიკული რჩევები, სხვადასხვა ინოვაციურ სფეროში კარიერულ გზასთან დაკავშირებული რჩევები - Tech Touch იწვევს მეწარმეებსა და დეველოპერებს ონლაინ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე დასასწრებად 29-31 მაისს.

ის ფაქტი, რომ COVID-19 ცვლის ჩვენს მუშაობის სახეს, უდავოა. მაგრამ თუ როგორ ჩამოაყალიბებს ეს ვირუსი ჩვენს მომავალს ჯერჯერობით კიდევ გასარკვევია. როგორც ოპტიმისტები, Touch-ის გუნდი თვლის, რომ კრიზისი შესანიშნავი კატალიზატორია პოზიტიური ცვლილებისთვის. ახალ ნორმასთან გასამკლავებლად, Touch-ის წლის მეორე მოვლენამ ონლაინ გადაინაცვლა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან შეუერთდნენ ყველა აქტივობას, გამოიყენონ ერთი-ერთი ვებ პროგრამა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მოისმინონ საუბრებს, ჩაერთონ დისკუსიებში და ასევე მოაწყონ სხვა დამსწრეებთან ან მომხსენებლებთან სწრაფი შეხვედრები.

29-31 მაისს 20-ზე მეტი სპიკერი საქართველოდან და უცხოეთიდან ჩაატარებს ონლაინ ლექციებს და პრაქტიკულ ვორქშოფებს და გაგვიზიარებენ უახლეს ამბებს ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ბიზნესის სამყაროდან.

სპიკერები წარმოდგენილი იქნებიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთი ინოვაციური კომპანიებიდან, როგორებიცაა XPrize Foundation, IBM, Respeecher, Amazon, Asana, IMPACT GUIDANCE, TWINO, Synthesia, Samsung Electronics, Fab Lab Barcelona, Aligned Research Group, WebTotem, ex-Lyft, Lenovo, Ernst and Young და სხვა. ასევე გაიმართება პანელური დისკუსია კოსმოსური ინდუსტრიის შესახებ, რომელსაც Arctic15-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კოსმოსური ინვესტორი, მეწარმე და ასტრონავტი გამართავს.

  • თემები
  • მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე ინოვაციური კომპანიის წარმომადგენლები გაგვიზიარებენ თავიანთ აზრებს ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებით, თუ როგორ იქმნება ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები და როგორ ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები ტექნოლოგიურ სამყაროში. ხოლო სპეციალურად მოწვეული ტოპ მენეჯერები და მეწარმეები ისაუბრებენ არსებული ვითარების პირობებში ბიზნესის ახალ რეალობასთან მორგებაზე და გუნდის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაზე. ძირითადი თემები მოიცავს:
  • Cloud ტექნოლოგია ბიზნესისთვის;
  • Machine Learning პროგრამები ბიზნესისთვის;
  • კიბერუსაფრთხოება და პირადი ინფორმაციის დაცვა სახლიდან მუშაობის დროს;
  • Fintech — ახალი გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის, საცალო ბანკინგისთვის, ციფრული ბანკირებისთვის, სტარტაპებისა და ბანკებისთვის;
  • მოგზაურობით მიღებული გამოცდილების მომავალი;
  • დისტანციური მუშაობა: როგორ გაგვხდის კრიზისი უფრო გლობალურს და მოგვცემს ახალ შესაძლებლობებს;
  • სტარტაპებისთვის: რას ფიქრობენ ინვესტორები, რა უნდა იცოდნენ ბიზნესის დამფუძნებლებმა, რათა გადარჩნენ;
  • მომავალი სამუშაოები: რა გზებს შეიძლება გაყვნენ დეველოპერები და პროდუქტ მენეჯერები.

  • აქტივობები
  • გარდა კითხვა-პასუხის სესიასთან ერთად გამართული საუბრებისა, ასევე გაიმართება ვორქშოფები დავალებასთან ერთად ახალი უნარების შესაძენად და პრაქტიკაში გასათავისებლად, ჩატარდება დამსწრეების მიერ დაყენებულ ყველაზე მტკივნეულ თემებზე პირდაპირი დისკუსიები, 1-1 ონლაინ შეხვედრები სხვა მონაწილეებთან. ღონისძიების წამყვანი კოორდინაციას გაუწევს ღონისძიებას და კითხვა-პასუხის სესიას თბილისის სტუდიიდან.
  • როგორ მივიღოთ მონაწილეობა
  • ბილეთები ხელმისაწვდომია საიტზე touch.ge/tech. საუბრები გაიმართება ვებ-აპლიკაციის საშუალებით, ასევე ჩაწერილი იქნება მოგვიანებით ყურებისთვის იმ შემთხვევაში, თუ დამსწრეებს მოუწევთ მათი გამოტოვება. ბილეთის მფლობელები მიიღებენ აპლიკაციაზე წვდომის მოსაწვევს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

  • ეს ღონისძიება საინტერესო იქნება როგორც ტექნიკური სპეციალისტებისთვის - ისე ბიზნესის მფლობელებისთვის, მარკეტერებისთვის, HR მენეჯერებისთვის, სტარტაპის დამფუძნებლებისთვის და ასევე სტუდენტებისთვის.