17 დაკავებულიდან გამოკვეთილია პირი, რომელიც შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში უშუალოდ მონაწილეობს — შსს

17 დაკავებულიდან გამოკვეთილია პირი, რომელიც შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში უშუალოდ მონაწილეობს — შსს

შიანაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულიდან გამოკვეთილია პირი, რომელიც გარდაცვალების საქმეში უშუალოდ მონაწილეობს.

მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ დაკავებულ პირთა რაოდენობა გაიზარდოს. მისი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის რამოდენიმე არასრულწლოვანია.

"ჩვენ ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას, ექსპერტიზის დასკვნას და გარდაცვალების მიზეზს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ სისხლის სამართლის საქმეში და შესაბამისად თუ დამატებით გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა ბუნებრივია ჩვენ რეაქცია იქნება მყისიერი და მივცემთ სამართლებრივ შეფასებას", — თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. როგორც მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.