26 წლის ახალგაზრდა ნაღვლის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

26 წლის ახალგაზრდა ნაღვლის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

გორში მცხოვრები 26 წლის ეთერ მეტივიშვილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. 
მათი მტკიცებით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალს ნაღვლის ოპერაცია დარღვევებით ჩაუტარდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

ოჯახის აზრით, რომ არა ექიმების გულგრილობა, ახალგაზრდა ცოცხალი იქნებოდა, რადგან მას ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ ჰქონია.

ოჯახი ექიმებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ გოგონა საავადმყოფოში 18 ივნისს შეყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა საჭირო გახდა მეორე ქირურგიული ჩარევაც, რის შემდეგაც ახალგაზრდა თითქმის ერთი კვირის განმვალობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.

ოჯახს ეჭვი აქვს, რომ გოგონა იმაზე ადრე დაიღუპა, ვიდრე ამის შესახებ მათ ექიმებმა უთხრეს:

  • დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ თქვენი შვილის მდგომარეობა ურთულესიაო. ოპერაციის დროს ორჯერ გაუჩრედა გული. მაინტერესებს რის გამო, როცა ჩემს შვილს ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა. ექიმებმა დაუშვეს შეცდომა, რამაც გაამწვავა ჩემი შვილის მდგომარეობა - ამბობს გარდაცვლილის დედა.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გარდაცვალების მიზეზები ამის შემდეგ დადგინდება.

  • გამოძიება მიმდინარეობს ამ საკითხზე და თუ რაიმე ხარვეზი იყო მკურნალობის პროცესში, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი - ამბობს "მთავართან" საუბარში თბილისის ცენტრალური სავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე.

გარდაცვლილი ეტრე მეტივიშვილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა