89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა

"ფორ­მუ­ლა 1“-ის ყო­ფი­ლი ბოსი, მი­ლი­არ­დე­რი ბერ­ნი ეკლსტო­უ­ნი 89 წლის ასაკ­ში კი­დევ ერთხელ გახ­და მამა. მას ვაჟი, ეისი შე­ე­ძი­ნა. ამის შე­სა­ხებ sky.com წერს.

მი­ლი­არ­დე­რის­თვის ეს მე­ო­თხე შვი­ლი და პირ­ვე­ლი ვა­ჟია. ბერ­ნიმ თა­ვი­სი გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ Blick magazine-თან ისა­უბ­რა. "ჩვენ ვაჟი შეგ­ვე­ძი­ნა, ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ“, - ამ­ბობს ის.

მისი 44 წლის ცო­ლის, ფა­ბი­ა­ნა ფლო­სის თქმით კი, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იმ­შო­ბი­ა­რა. "მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი 25 წუთ­ში დამ­თავ­რდა“, - ამ­ბობს ფა­ბი­ა­ნა.

ეკლსტო­უნს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს თა­ვი­სი წინა პარტნი­ო­რე­ბის­გან - დე­ბო­რა, პეტ­რა და თა­მა­რა ეკლსტო­უ­ნე­ბი. მათ­გან უფ­რო­სი, დე­ბო­რა 65 წლი­საა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან ჰყავს, მე­ო­რე ცოლ­თან შე­ე­ძი­ნა თა­მა­რა და პეტ­რა. თა­მა­რა 35 წლი­საა, ხოლო პეტ­რა 31-ის.

"მე ვერ ვხედ­ვა დიდ გან­სხვა­ვე­ბას 89 წელ­სა და 29 წელს შო­რის, შენ გაქვს იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი და იგი­ვე ცხოვ­რე­ბა“, - ამ­ბობს ბერ­ნი.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გო­რი მამა იქ­ნე­ბა ვა­ჟის­თვის, ასე პა­სუ­ხობს: "არ ვიცი, ალ­ბათ უკე­თე­სი, ვიდ­რე ადრე ვი­ყა­ვი, ალ­ბათ, უფრო მე­ტად მშვი­დი“, - ამ­ბობს მი­ლი­არ­დე­რი.