მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „10 000 ღამისთევა $2 მილიონის დამატებითი შემოსავალია“ - ალავერდაშვილი კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათებს აფასებს
„10 000 ღამისთევა $2 მილიონის დამატებითი შემოსავალია“ - ალავერდაშვილი კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათებს აფასებს

„10 000 ღამისთევა $2 მილიონის დამატებითი შემოსავალია“ - ალავერდაშვილი კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათებს აფასებს

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 23:26|bm.ge

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის შეფასებით, ნებისმიერი ლეგალური საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ხელს უწყობს სასტუმროების დატვირთვასა და შემოსავლების გაზრდას, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში. ასე ეხმაურება იგი პარლამენტის მიერ საკანონმდებლო პაკეტის მიღებას, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს.

ცვლილებების ავტორების განმარტებით, მიზანი საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა და ტურისტული სექტორის, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში გააქტიურებაა.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, თუ თითო ტურნირი ქვეყანაში საშუალოდ 200-მდე მაღალგადახდისუნარიან სტუმარს ჩამოიყვანს, რომლებიც ინდივიდუალურ ნომრებში რჩებიან, 7-დღიანი პერიოდის გათვალისწინებით, ეს თითო ტურნირზე დაახლოებით 1 400 ღამისთევას უზრუნველყოფს. იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირის მონაწილეები შედარებით მაღალგადახდისუნარიანი ტურისტები არიან, რომლებიც იაფფასიან ნომრებში არ ჩერდებიან, ალავერდაშვილის თქმით, ეს ზრდის სასტუმროს ნომრის საშუალო დღიურ ფასსაც.

ალავერდაშვილის გათვლებით, დაახლოებით 10 000 ღამისთევის მოზიდვის შემთხვევაში, სასტუმროები და კვების ობიექტები საშუალოდ 2 მილიონ დოლარამდე დამატებით პირდაპირ შემოსავალს მიიღებენ, უშუალოდ თამაშში დახარჯული თანხების გარეშე.

„ნებისმიერი ტიპის ტურის, საერთაშორისო ტურნირის მოწყობა ლეგალურ ფარგლებში, განსაკუთრებით არასეზონზე, ეს ხელს შეუწყობს სასტუმროების დატვირთვას, შესაბამისად Food and Beverage-ის დატვირთვას და დამატებითი შემოსავლების მიღებას სასტუმროებისთვის. მეორე მთავარი თემა, რაც აქ შეიძლება იყოს, ეს არის ADR-ის აწევა, ანუ ე.წ ფასის მარჟის აწევა. ეს უკვე იქნება სხვა ტიპის სტუმრები, რომლებიც ცოტას არ იხდიან ოთახებში და შედარებით მაღალ გადახდისუნარიან ტურისტებს წარმოადგენენ.

ამ თემაში გამოცდილება არ მაქვს, თუმცა თუ თითო ტურნირი მინიმუმ საშუალოდ 200 სტუმარს მაინც ჩამოიყვანს საქართველოში, რომლებიც 7 დღის განმავლობაში ინდივიდუალურ ნომრებში რჩებიან, ეს უკვე 1400 ღამისთევაა. 1400 ღამისთევა ყველაზე დაბალი ფასით რომ ავიღოთ, თითო ღამე გამოდის 200 დოლარი. ეს საბოლოოდ 280 000 დოლარია, რაც საკმაოდ კარგი ციფრია, განსაკუთრებით არასეზონზე და განსაკუთრებით დედაქალაქისთვის და ბათუმისთვის. როცა არასეზონია და ზამთარია, ნებისმიერ თეთრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ ჩვენ მივიღებთ სადღაც 10 000 ღამისთევას, უკვე ძალიან კარგია. 10 000 ღამისთევა არის საშუალოდ 2 მილიონი დოლარი, რასაც ეს ხალხი სასტუმროებსა და რესტორნებში დახარჯავს”,- აცხადებს “საქმის კურსთან” ინტერვიუში შალვა ალავერდაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

DoorDash-ი Instacart-ს $17 მილიარდად ყიდულობს

DoorDash-ი Instacart-ს $17 მილიარდად ყიდულობს

BM.GE

დრო მოვიდა, რომ მიკრობანკების რეგულაციების გადახედვაზე დაიწყოს დიალოგი - MBC

დრო მოვიდა, რომ მიკრობანკების რეგულაციების გადახედვაზე დაიწყოს დიალოგი - MBC

BM.GE

მთავრობამ საგურამოში ქონება „გურამიშვილის მარანს“ 2033 წლამდე იჯარით გადასცა

მთავრობამ საგურამოში ქონება „გურამიშვილის მარანს“ 2033 წლამდე იჯარით გადასცა

BM.GE

მთავარი ბრძოლები წინ არის - საქართველოს ნაკრების ლეგიონი ნოემბრის თამაშების მოლოდინში

მთავარი ბრძოლები წინ არის - საქართველოს ნაკრების ლეგიონი ნოემბრის თამაშების მოლოდინში

BM.GE