
10-მა კომპანიამ 8 000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა - სახელმწიფო სუბსიდია ₾800 000-ია
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 10-მა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში, 8,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლის ჩაბარებით ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდია 800,000 ლარს აჭარბებს.
"არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში", - აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წლის სექტემბერში არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა გააუქმა, თუმცა 1 თვის შემდეგ აღადგინა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ქვეკომპონენტით, რომელიც არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის არის განკუთვნილი.
BM.GE
წყარო: bm.ge