მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის მერია 10 სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე მოძრაობის აღდგენას გეგმავს
თბილისის მერია 10 სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე მოძრაობის აღდგენას გეგმავს

თბილისის მერია 10 სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე მოძრაობის აღდგენას გეგმავს

BM.GE21 აგვისტო, 2026, 16:25|bm.ge

თბილისის მერია 10 სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე მოძრაობის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სექტემბერი, გადაადგილების თვალსაზრისით, კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან მოსახლეობა ქალაქში ბრუნდება და სასწავლო პროცესი იწყება.

„კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის - გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ გადაადგილების ალტერნატიული სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შევამციროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„ვგეგმავთ, რომ 10 სექტემბრისთვის საავტომობილო მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც ამ დროისთვის ქვედა ფენებში სამუშაოები დასრულებული იქნება. პარალელურად გაგრძელდება სამუშაოები, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ერთადერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი უამინდობაა, თუმცა იმ დღეებშიც კი, როდესაც თბილისში ინტენსიურად წვიმდა, სამუშაოები არ შეჩერებულა. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო კონტრაქტორი კომპანიების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ სამუშაოებს და კარგად აცნობიერებენ, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მუშაობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • შსს: თბილისში მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცეს, ფაქტზე 5 პირი დავაკავეთფორმულა
  • პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავაიმედი
  • 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Midea-ში

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Midea-ში

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

BM.GE

"ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას გადაუხდელი გადასახადების გამო ინკასო დაედო

"ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას გადაუხდელი გადასახადების გამო ინკასო დაედო

BM.GE

"ისურვემ" 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა - GCCA

"ისურვემ" 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა - GCCA

BM.GE