მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 15-16 წელიწადზე მეტია სპორტსმენები, მათი მწვრთნელები იღებენ ხელფასს ბატონი ბიძინასგან - შოთა ხაბარელი
15-16 წელიწადზე მეტია სპორტსმენები, მათი მწვრთნელები იღებენ ხელფასს ბატონი ბიძინასგან - შოთა ხაბარელი

15-16 წელიწადზე მეტია სპორტსმენები, მათი მწვრთნელები იღებენ ხელფასს ბატონი ბიძინასგან - შოთა ხაბარელი

BM.GE28 აპრილი, 2026, 17:06|bm.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა ხაბარელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სპორტის სფეროში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე ისაუბრა.

ხაბარელის განცხადებით, ივანიშვილი წლების განმავლობაში აფინანსებს როგორც სპორტულ ინფრასტრუქტურას, ისე უშუალოდ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს.

„სპორტში ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს - 100 მილიონობით დოლარია დახარჯული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, და 15-16 წელიწადზე მეტია დღესაც სპორტსმენები, მათი მწვრთნელები იღებენ ხელფასს ბატონი ბიძინასგან. ასე რომ, სპორტში ძალიან დიდი ქველმოქმედება გააკეთა, დღემდე მიმდინარეობს ეს. აფინანსებს ფედერაციებს და ა.შ.“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ იღებს და რამდენს ივანიშვილის "ქართუდან".

დეპუტატმა აღნიშნული განცხადება პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ანგარიშებსა და საკადრო საკითხებს განიხილავენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE