მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა - "პატარებს დიდი მხიარულება ელით"
16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა - "პატარებს დიდი მხიარულება ელით"

16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა - "პატარებს დიდი მხიარულება ელით"

BM.GE16 მაისი, 2026, 01:05|bm.ge

16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა. საქართველო წელს უკვე მეოთხედ უერთდება ცელიაკიის საერთაშორისო დღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოლიდარობის ნიშნად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მწვანე ფერში ნათდება ადგილობრივი ლენდმარკები. წელს „Shine a light on celiac” კამპანიის ფარგლებში საქართველოდან სტადიონი „აჭარა ბეთ არენა“ განათდება!

,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის“ (,,სცეა“) ორგანიზებით, 16 მაისს ტარდება გასართობი ღონისძიება ასოციაციის წევრებისთვის თბილისში. ცელიაკიის საერთაშორისო დღეს ბავშვებს წელსაც ,,თამაშობანა“ უმასპინძლებს, სადაც პატარებს დიდი მხიარულება ელით!

ცნობისთვის, ცელიაკია აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს ეკრძალება გლუტენის შემცველი მარცვლეულის მიღება, როგორებიცაა, მაგალითისთვის, ხორბალი, ჭვავი და ქერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანდება ცელიაკიის მქონე ადამიანის წვრილი ნაწლავი, რაც დამატებით სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ქმნის.

,,სცეა“ 4 წლის წინ დაფუძნდა ცელიაკიის მქონე ბავშვების დედების მიერ და წარმატებით ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

2023 წლიდან ,,სცეა“ ,,ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაციის“ (AOECS) წევრია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE