მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 1988 წლის შემდეგ პირველად, ტეხასის სენატის არჩევნებში დემოკრატმა გაიმარჯვა
1988 წლის შემდეგ პირველად, ტეხასის სენატის არჩევნებში დემოკრატმა გაიმარჯვა

1988 წლის შემდეგ პირველად, ტეხასის სენატის არჩევნებში დემოკრატმა გაიმარჯვა

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 12:02|bm.ge

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში, ტეხასის შტატის სენატორის მანდატი 37 წლის დემოკრატმა ჯეიმზ ტალარიკომ მოიპოვა. Decision Desk-ის მონაცემებით, მან რესპუბლიკელი კონკურენტი, კენ პაქსტონი დაამარცხა და შტატში რესპუბლიკური პარტიის მრავალწლიანი მონოპოლია დაასრულა.

ამ გამარჯვებით დემოკრატებმა აშშ-ის სენატზე კონტროლის დაბრუნებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. სენატში უმრავლესობის შესაძლო დაკარგვა კი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილი ორი წლის საკანონმდებლო ინიციატივებს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

აღსანიშნავია, რომ ტეხასის სენატორის არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ საარჩევნო კამპანიად იქცა. კენ პაქსტონის მხარდასაჭერად ბიზნესმენმა ილონ მასკმა დაახლოებით $168 მილიონი გამოყო. ტალარიკომ მეტოქესთან დაპირისპირება „დავითისა და გოლიათის“ ბრძოლად შეაფასა და მთავარ ლოზუნგად ფრაზა - „ტეხასი არ იყიდება“ გამოიყენა.

დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთისგან განსხვავებით, მან ზომიერი რესპუბლიკელი ამომრჩევლების მოსაზიდად ქრისტიანული რწმენა და ეკონომიკური პოპულიზმი გააერთიანა.

ცნობისთვის, ტეხასის შტატს აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი 1988 წლის შემდეგ აღარ ჰყოლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატა დაიბრუნეს - პარტია 248 ხმით ბოლო 20 წლის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს

დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატა დაიბრუნეს - პარტია 248 ხმით ბოლო 20 წლის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს

BM.GE

4 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

4 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატები ორივე პალატისთვის ბრძოლაში ლიდერობენ

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატები ორივე პალატისთვის ბრძოლაში ლიდერობენ

BM.GE