მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი თიბისი დაზღვევაში 4 მილიონ ლარს აღემატება
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი თიბისი დაზღვევაში 4 მილიონ ლარს აღემატება

20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი თიბისი დაზღვევაში 4 მილიონ ლარს აღემატება

BM.GE23 ივნისი, 2026, 14:14|bm.ge

20 ივნისს თბილისში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ბევრი ავტომობილი დააზიანა.

თიბისი დაზღვევის ინფორმაციით, კომპანიის მომხმარებლების სადაზღვევო შემთხვევების შედეგად დამდგარი ზიანი უკვე 4 მილიონ ლარს აღემატება, შემთხვევების რაოდენობა კი 2 500-ს აჭარბებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სტიქიური მოვლენით გამოწვეული შემთხვევების ასეთი მასშტაბი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დაზღვევის როლი იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამ დღეებში თიბისი დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევების მართვის გუნდები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ, რათა თითოეული შემთხვევა დროულად შეფასდეს და მომხმარებლებმა საჭირო მხარდაჭერა სწრაფად, გამჭვირვალედ და მათ საჭიროებებზე მორგებულად მიიღონ.

თიბისი დაზღვევაში აღნიშნავენ, რომ როცა ავტომობილი მოულოდნელად ზიანდება, მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროცესი სწრაფად, მარტივად და ზედმეტი სირთულეების გარეშე წარიმართოს. სწორედ ამიტომ, კომპანიის მთავარი ამოცანაა, დაზარალებულმა მომხმარებლებმა მხარდაჭერა დროულად მიიღონ, ხოლო შემთხვევის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესი მათთვის მარტივი და გამჭვირვალე იყოს.

კომპანიის ინფორმაციით, შემთხვევების შეფასება და ანაზღაურების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში ZEG Storytelling Festival-ი გაიმართა

თბილისში ZEG Storytelling Festival-ი გაიმართა

BM.GE

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს, არ დაისჯება - დარახველიძე

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს, არ დაისჯება - დარახველიძე

BM.GE

SpaceX-ის აქციები 30%-ით დაეცა და კაპიტალიზაცია $600 მილიარდით შემცირდა

SpaceX-ის აქციები 30%-ით დაეცა და კაპიტალიზაცია $600 მილიარდით შემცირდა

BM.GE

მომდევნო თვეებში ვნახავთ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებას - Galt&Taggart

მომდევნო თვეებში ვნახავთ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებას - Galt&Taggart

BM.GE