მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს 566 ხელშეკრულება გაფორმდა - როგორია პროგრამის "დანერგე მომავალი" შედეგები?
2025 წელს 566 ხელშეკრულება გაფორმდა - როგორია პროგრამის "დანერგე მომავალი" შედეგები?

2025 წელს 566 ხელშეკრულება გაფორმდა - როგორია პროგრამის "დანერგე მომავალი" შედეგები?

BM.GE13 მაისი, 2026, 14:00|bm.ge

2025 წელს სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავლის" ფარგლებზე 566 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც 53.5 მლნ ლარის ჯამური ინვესტიციის განხორციელებაა განსაზღვრული. ამის შესახებ დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა და სხვადასხვა უწყებების აქტივობებს აერთიანებს.

"დანერგე მომავალს" სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებდა. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება ჰქონდათ სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით, გაეშენებინათ მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, კენკროვანი კულტურები და შეექმნათ სანერგე მეურნეობები. პროგრამა 2015 წლის მარტში დაიწყო და 4 კომპონენტს მოიცავდა.

ანგარიშის თანახმად, სულ პროგრამის ფარგლებში ბაღების, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის, ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის კომპონენტების ფარგლებში 505 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 566 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 53,497,924 ლარს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსების წილი არის 23,792,487 ლარი, დაკონტრაქტებული ფართობი კი 2,780.5 ჰა. მათ შორის:

• დაკონტრაქტებული ბაღების ფართობი შეადგენს 2,407.2 ჰა-ს ბაღების კომპონენტის ფარგლებში 430 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 489 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 49,241,592 ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსების წილია 22,351,443 ლარი, დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 2,407.2 ჰა-ს. • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის მიზნით დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 51.6 ჰა-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში 14 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 14 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 2,292,041ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსების წილი შეადგენს 526,753 ლარს, დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 51.6 ჰა-ს; • წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 105.9 ჰა-ს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში 20 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 22 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 543,259 ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსების წილი შეადგენს 245,310 ლარს, დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 105.9 ჰა-ს. • ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის მიზნით დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 215.8 ჰა–ს ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში 41 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 41 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 1,421,032 ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსების წილი შეადგენს 668,981 ლარს, დაკონტრაქტებული ფართობი კი 15.8 ჰა-ს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აგროპროგრამებს ახალი სახელმწიფო პროგრამა ანაცვლებს. 1-ელი ივლისიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალ მოდელს ნერგავს, რომლის მიხედვით, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ.

ყველაფერი, რაც ვიცით, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ახალი მოდელის შესახებ|BMG-ის კითხვები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხები

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინარუსთავი 2
  • ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა - მინისტრები კახეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE