მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს მობილური აბონენტების რაოდენობა 5.9 მლნ-მდე გაიზარდა - კომისია
2025 წელს მობილური აბონენტების რაოდენობა 5.9 მლნ-მდე გაიზარდა - კომისია

2025 წელს მობილური აბონენტების რაოდენობა 5.9 მლნ-მდე გაიზარდა - კომისია

BM.GE29 მაისი, 2026, 15:20|bm.ge

2025 წელს მობილური აბონენტების რაოდენობა წლიურად 3%-ით 5.9 მლნ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში წერია.

ანგარიშის მიხედვით, ეს მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ წელს უფრო მეტ მომხმარებელს გააჩნია ერთზე მეტი მობილური ნომერი და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელი პირობების მისაღებად, სხვადასხვა ოპერატორის აბონენტი ხდება, ან იყენებს მისთვის ხელსაყრელ მომსახურებებს სხვადასხვა ოპერატორისგან ერთდროულად.

ამას გარდა, აბონენტების რაოდენობის ზრდა გამოწვეულია, როგორც იურიდიული აბონენტების რაოდენობის ზრდით, ისე ფიზიკური პირი აბონენტების ზრდით. 2025 წლის ბოლო კვარტალში, იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ მთლიანი აბონენტების 26% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იურიდიული აბონენტების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმზეა.

მობილური ოპერატორების საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის, წინა წელთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა და ასე განაწილდა: „მაგთიკომი“ - 41%, „სილქნეტი - 36%, „სელფი მობაილი“ - 23%, ხოლო ვირტუალური ოპერატორის, „ეკლეკტიკის“, ბრენდული სახელით „ჰალოს“, აბონენტების რაოდენობამ 2025 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით, 30 ათასი შეადგინა, შესაბამისად მისი საბაზრო წილი 0.4%-ია.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2025 წელს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 928 მლნ ლარი შეადგინა. საცალო შემოსავლებში „მაგთიკომის“ საბაზრო წილია 47%, „სილქნეტის“ - 35%, „სელფი მობაილის“ - 18% და „ეკლეკტიკის“ (ჰალო) – 0.2%.

კომისიის განცხადებით, შემოსავლებისა და აბონენტების მიხედვით საბაზრო წილების განსხვავებული გადანაწილება კომპანიებს შორის, იმაზე მიუთითებს, რომ „მაგთიკომის“ აბონენტები საშუალოდ, უფრო მეტ თანხას იხდიან მობილურ მომსახურებებში, ვიდრე „სელფი მობაილის“ მომხმარებლები, ხოლო „სილქნეტის“ შემთხვევაში, აბონენტებისა და შემოსავლის წილები თითქმის თანაბარია, რაც ნიშნავს იმას, რომ „სილქნეტის“ აბონენტები საშუალოდ, „სელფი მობაილის“ აბონენტებზე მეტს, მაგრამ „მაგთიკომის“ აბონენტებზე ნაკლებს იხდიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE