მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს რკინიგზაზე დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი 64% იყო
2025 წელს რკინიგზაზე დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი 64% იყო

2025 წელს რკინიგზაზე დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი 64% იყო

BM.GE5 მაისი, 2026, 01:38|bm.ge

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გადაყვანილ იქნა 1,678,421 მგზავრი, აქედან 1,097,375 (65%) მაგისტრალურ მიმართულებაზე, 581,046 (35%) საგარეუბნო მიმართულებაზე.

რაც შეეხება დატვირთულობის მაჩვენებელს, დოკუმენტის მიხედვით, დატვირთულობის მაჩვენებელი უტოლდება რეალიზებული ადგილების რაოდენობის შეფარდებას ფორმირებული ადგილების რაოდენობასთან.

მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, დატვირთულობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია სეზონურ პერიოდში და ზოგიერთ მაგისტრალურ მიმართულებაზე 100%-საც კი აჭარბებს. 2024 წელს საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელი 75%-ს შეადგენდა, 2025 წლისთვის კი 64%-ს.

რკინიგზით გადატანილი ტვირთის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, შარშან 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3%-ით ნაკლები, სულ 13.3 მლნ ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 7.9% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7% — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 57.5% — ტრანზიტზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE