მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.9% იღებდა - საქსტატი
2025 წელს საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.9% იღებდა - საქსტატი

2025 წელს საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.9% იღებდა - საქსტატი

BM.GE1 მაისი, 2026, 16:19|bm.ge

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საარსებო შემწეობას 704 713 პირი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 17.9% იყო. აქედან 240 381 იყო ისეთი, რომლის ოჯახის ერთი წევრი მაინც ჩართულია დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც 2026 წლიდან გაჩერდა. ეს ნიშნავს, რომ პროგრამას ახალი ბენეფიციარები აღარ დაემატებიან, ხოლო უკვე დასაქმებულ პირებს სახელმწიფო შესაძლებლობას მისცემთ ოთხწლიანი პერიოდი დაასრულონ.

საქსტატის ცნობითვე, 2024 წელთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი 5%-ით გაიზარდა, თუმცა წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობაში დახმარების მიმღებთა წილი. ასე მაგალითად, თუ 2024 წელს დახმარებას მოსახლეობის 18.1% იღებდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 17.9%-მდე შემცირდა.

მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მასშტაბურ გადამოწმებას იწყებენ. მიზანი რეკორდულად გაზრდილი შემწეობის მიმღებთა შემცირებაა, რომელთა დახმარებაზეც ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. ახლა უკვე მთავრობაშიც აღიარებენ, რომ ბაზაში რეგისტრირებულ 700 ათასზე მეტი ადამიანიდან ყველას სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდება. ჯანდაცვის მინისტრი ასახელებდა მაგალითებს, როცა შემწეობის მიმღებ ოჯახებს რამდენიმე ასეული ათასის შემოსავალი ჰქონდათ და ძვირად ღირებული მანქანებიც იყიდეს.

ვრცლად ამ თემაზე: რამდენ ადამიანს მოეხსნება შემწეობა? - რეკორდულად გაზრდილი სოცდაუცველი ოჯახების გადამოწმება იწყება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE