მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე 28 686 სოცდაუცველი დასაქმდა - პროგრამის შედეგები
2025 წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე 28 686 სოცდაუცველი დასაქმდა - პროგრამის შედეგები

2025 წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე 28 686 სოცდაუცველი დასაქმდა - პროგრამის შედეგები

BM.GE11 მაისი, 2026, 18:20|bm.ge

2025 წელს, საზოგადოებრივ სამუშაოზე სულ 28 686 სოციალურად დაუცველ პირთან გაფორმდა ხელშეკრულება, მათ შორის 16 194 ქალი, ხოლო 2 191 ახალგაზრდა იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ წელს სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა აღარ გრძელდება. „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ ხორციელდებოდა 2022 წლის პირველი მარტიდან. ის მოსარგებლეებს სთავაზობდა სამ ალტერნატივას (საზოგადოებრივსამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, დასაქმების ფორმალიზება, ღია შრომის ბაზარზედასაქმება) იმისთვის, რომ 4 წელი ესარგებლათ საარსებო შემწეობით სტატუსის გადამოწმების გარეშე. დასაქმებულები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებდნენ ანაზღაურების სახით. 2025 წელს პროგრამის ბიუჯეტი 112.8 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - 109 მლნ ლარი, 2023 წელს - 107,3 მლნ, 2022 წელს კი 48.1 მლნ ლარი.

ანგარიშის მიხედვით, პროგრამაში ჯამურად ჩართული იყო 54 842 ოჯახი (244 895 სოციალურად დაუცველი პირი).

ფულადი ბენეფიტის მიმღები ოჯახები/პირები, რომელთა ოჯახიდან მინიმუმ ერთი წევრი მაინც მონაწილეობს „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ და ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ყველა წევრს (არასრულწლოვანი წევრის ჩათვლით) 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE