მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს სებ-მა 2,000 ყალბი აშშ ბანკნოტები გამოავლინა
2025 წელს სებ-მა 2,000 ყალბი აშშ ბანკნოტები გამოავლინა

2025 წელს სებ-მა 2,000 ყალბი აშშ ბანკნოტები გამოავლინა

BM.GE6 მაისი, 2026, 02:40|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ყალბი ფულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგებიც არის აღწერილი.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საეჭვო მდგომარეობაში მყოფი 6573 სხვადასხვა ვალუტის ბანკნოტი შემოწმდა, საიდანაც 2967 ყალბი

ბანკნოტი გამოვლინდა. ამ ბანკნოტების უდიდესი ნაწილი - 2014 ერთეული ბანკნოტი აშშ დოლარი იყო. მეორე ადგილზეა ლარის ბანკნოტები 687 ერთეულის ოდენობით, მესამეზე კი ევრო 123 ყალბი ერთეულით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ვალუტებს, მათი მთლიანი რაოდენობა იყო 132 ერთეული.

რაც შეეხება მონეტების რაოდენობას, 2025 წელს 11 ერთეული ყალბი ლარის მონეტა გამოვლინდა.

უშუალოდ ყალბი ლარის ბანკნოტებს შორის უდიდესი ნაწილი მოდის 100 და 50 ლარის ბანკნოტებზე.

"2025 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით შემცირდა 10.7 პროცენტით. დოლარების ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 8.9 პროცენტით, ხოლო, ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა შემცირდა 23.6 პროცენტით. ასევე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა შემცირდა 32.3 პროცენტით. რაც შეეხება ლარის ყალბ მონეტებს, 2024 წელთან შედარებით მათი რაოდენობა უმნიშვნელოა (შემცირდა 99.7 პროცენტით),"- ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE