მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს სიღარიბე შემცირდა - საქსტატი
2025 წელს სიღარიბე შემცირდა - საქსტატი

2025 წელს სიღარიბე შემცირდა - საქსტატი

BM.GE25 მაისი, 2026, 12:05|bm.ge

2025 წელს საქართველოში სიღარიბის ფარდობით ზღვარს მიღმა მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა - საქსტატის თანახმად, ფარდობითი სიღარიბე მოსახლეობის 17.3%-ს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

საქსტატი სიღარიბეს რამდენიმე განცალკევებული კატეგორიით განსაზღვრავს. მათ შორის ყველაზე ფართო და მედიანური მოხმარების 60%-ს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, ხოლო მეორეა მედიანური მოხმარების 40%-ს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი. ამისთვის, საქსტატი ყოველწლიურად ითვლის მედიანური მოხმარების მაჩვენებლებს მთელი მოსახლეობისთვის და ამ რიცხვის შესაბამისად გამოითვლის მოსახლეობის იმ წილს, რომლებიც ცხოვრობენ იმ შინამეურნეობებში, რომელთა მოხმარებაც მედიანური მოხმარების 60%-ს და 40%-ის ზღვარს ქვემოთაა.

საქსტატის თანახმად, 2025 წელს ერთი შინამეურნეობის (ოჯახის) საშუალო ყოველთვიური ხარჯები შეადგენდა 1936 ლარს, ერთი ადამიანის საშუალო ყოველთვიური ხარჯები კი 603 ლარს. შესაბამისად, 2025 წელს იმისთვის, რათა ოჯახი ფარდობითი სიღარიბის 60%-ის ზღვარს მიღმა ყოფილიყო მისი საშუალო ყოველთვიური ხარჯები 1161 ლარზე ნაკლები უნდა ყოფილიყო, რაც ერთ ადამიანზე 362 ლარზე ნაკლებია.

ამ ზღვარს მიღმა 2025 წელს მოსახლეობის 17.3% ცხოვრობდა. რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის 40%-ის ზღვარს, მის მიღმა მოსახლეობის 5.2% ცხოვრობდა, რაც 2024 წელთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეს ზღვარი ლარებში ოჯახზე 774 ლარს, ერთ ადამიანზე კი 241.2 ლარს შეადგენს.

მეთოდოლოგია:

მედიანური მოხმარების 40 (60) პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წარმოადგენს იმ შინამეურნეობებში მცხოვრები მოსახლეობის წილს მთლიან მოსახლეობაში, რომელთა ერთ ექვივალენტურ მოზრდილზე გაანგარიშებული სამომხმარებლო ხარჯი ნაკლებია მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 40 (60) პროცენტზე. მედიანური მოხმარების 40 (60) პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი გაიანგარიშება შემდეგნაირად: ფულადი და არაფულადი სამომხმარებლო ხარჯების შეჯამებით მიიღება მთლიანი სამომხმარებლო ხარჯები. შემდგომ ეტაპზე გაიანგარიშება მთლიანი სამომხმარებლო ხარჯები ერთ ექვივალენტურ მოზრდილზე, თანაცხოვრების ეფექტის გათვალისწინებით. მიღებული მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშება შეწონილი მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 40 (60) პროცენტი, რომელიც წარმოადგენს ფარდობითი სიღარიბის ზღვარს. საბოლოოდ გაიანგარიშება იმ შინამეურნეობებში მცხოვრები მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელთა სამომხმარებლო ხარჯები ერთი ექვივალენტური მოზრდილისთვის ნაკლებია შესაბამის ფარდობით ზღვარზე.

შემცირდა აბსოლუტური სიღარიბეც - მოსახლეობის 7.1%-მდე

გარდა სიღარიბის ფარდობითი მაჩვენებლისა, საქსტატი ითვლის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებსაც, რომელიც 2025 წელს მოსახლეობის 7.1%-მდე შემცირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლები.

საქსტატი აბსოლუტურ სიღარიბეს შემდეგნაირად ადგენს: იმ მოსახლეობის პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში, რომლებიც აბსოლუტური სიღარიბის ზღვრის მიღმა არიან. აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების დროს მნიშვნელობა ენიჭება შინამეურნეობების ხარჯებს. თუ შინამეურნეობების ხარჯები ნაკლებია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარზე, შინამეურნეობა და მისი წევრები ითვლებიან ღარიბ მოსახლეობად. აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება როგორც ფულადი, ისე არაფულადი სამომხმარებლო ხარჯები.

საქსტატი სიღარიბის სტატისტიკის გამოკვლევას ყოველკვარტალურად ატარებს და მასში 4,300 შინამეურნეობა მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გროვდება მონაცემები შინამეურნეობების შემოსავლების, ხარჯების და შინამეურნეობების სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ.საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, შინამეურნეობების გამოკითხვა ხორციელდება 2-(2)-2 როტაციული სქემის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ შერჩეულ მისამართზე მცხოვრებ შინამეურნეობაში გამოკითხვა ტარდება ზედიზედ ორი კვარტალის განმავლობაში, ხოლო შემდეგი 2 ინტერვიუ ტარდება ორი კვარტალის გამოტოვებით, მომდევნო წლის იმავე კვარტალებში. ყოველკვარტალურად ახლად შერჩეული შინამეურნეობების წილი შეადგენს 1/4-ს. გამოკვლევას ექვემდებარებიან კერძო შინამეურნეობები.საქსტატის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მიხედვით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წარმოადგენს ღარიბი მოსახლეობის პროცენტულ წილს მთლიან მოსახლეობაში. გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ მოსახლეობად განიხილება იმ შინამეურნეობებში მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა ერთ ეკვივალენტურ მოზრდილზე გაანგარიშებული სამომხმარებლო ხარჯი ნაკლებია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარზე. აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება როგორც ფულადი, ისე არაფულადი სამომხმარებლო ხარჯები.სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი - წარმოადგენს იმ შინამეურნეობებში მცხოვრები მოსახლეობის პროცენტულ წილს მთლიან მოსახლეობაში, რომელთა ერთ ეკვივალენტურ მოზრდილზე გაანგარიშებული სამომხმარებლო ხარჯი ნაკლებია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარზე.სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი - სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის სასურსათო მდგენელის განსასაზღვრად, II-IV დეცილებში მყოფი თითოეული შინამეურნეობისათვის გაიანგარიშება ერთი მოხმარებული კილოკალორიის ფასი, რომელიც წარმოადგენს მოხმარებული სასურსათო პროდუქტების ჯამური ფულადი ღირებულების და ენერგეტიკული ღირებულების თანაფარდობას. სასურსათო მდგენელის მისაღებად ერთი კილოკალორიის მედიანური ფასი მრავლდება ეკვივალენტური მოზრდილის ენერგეტიკული ღირებულების დღიურ ნორმაზე.სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის სასურსათო მდგენელის წილის განსაზღვრა ხდება II-IV დეცილებში არსებულ იმ შინამეურნეობებში, რომელთა ეკვივალენტურ მოზრდილზე სასურსათო ხარჯი ახლოს არის ზღვრის სასურსათო მდგენელთან. სასურსათო მდგენელის თანაფარდობით მის წილთან მიიღება სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მადლობა პარლამენტს, რომ სებ-ს შესაბამისი რეგულაციების შექმნის შესაძლებლობა მისცა - ვაკო თურნავა ლარის სტებლკოინის გამოშვებაზე

მადლობა პარლამენტს, რომ სებ-ს შესაბამისი რეგულაციების შექმნის შესაძლებლობა მისცა - ვაკო თურნავა ლარის სტებლკოინის გამოშვებაზე

BM.GE

ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა - ირაკლი კობახიძე

ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა - ირაკლი კობახიძე

BM.GE

საქართველო არის ბუტიკის ტიპის პატარა ქვეყანა, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას - Tether-ის CEO

საქართველო არის ბუტიკის ტიპის პატარა ქვეყანა, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას - Tether-ის CEO

BM.GE