მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026-28 წლებში ბაზარს 100 ათ. კვ.მ, ძირითადად, მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიმართულებით დაემატება - Galt & Taggart
2026-28 წლებში ბაზარს 100 ათ. კვ.მ, ძირითადად, მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიმართულებით დაემატება - Galt & Taggart

2026-28 წლებში ბაზარს 100 ათ. კვ.მ, ძირითადად, მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიმართულებით დაემატება - Galt & Taggart

BM.GE22 მაისი, 2026, 00:10|bm.ge

Galt & Taggart-მა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში საოფისე უძრავ ქონებას მიმოიხილავს.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლამდე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება შეზღუდული იყო, თუმცა 2020-25 წლებში ამ კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება გასამმაგდა.

Galt & Taggart-ი პროგნოზირებს, რომ 2026-28 წლებში, დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბაზარს 100 ათ. კვ.მ დაემატება, ძირითადად მაღალი კლასის მიმართულებით.

რაც შეეხება მოთხოვნას, მაღალ კლასში მას ძირითადად უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით უცხოური ფინანსური და IT სექტორები ქმნის. 2019-25 წლებში IT-ში დასაქმება 120%-ით, ფინანსურ სექტორში კი 29%-ით გაიზარდა. თუმცა 2028-მდე ამ ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ როცა მიწოდება სწრაფად იზრდება.

2019-25 წლებში მოთხოვნა მიწოდებაზე სწრაფად იზრდებოდა, რის შედეგადაც ვაკანტურობა 10%-დან 6.6%-მდე შემცირდა. 2026-28 წლებში სურათი შეიცვლება: მიწოდება მოთხოვნაზე ორჯერ სწრაფად გაიზრდება და მოსალოდნელი ვაკანტურობა 16.8%-მდე მოიმატებს. ვაკანტურობის 10%-მდე დასაბრუნებლად ახალი მიწოდების დაპაუზება 2029-31 წლებში იქნება საჭირო.

ქირები ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა სამომავლოდ ვაკანტურობის ზრდის ფონზე მცირე კორექცია შესაძლებელია. მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრები კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე ორჯერ ძვირია, ამიტომ მათი ზრდა უფრო მეტად ახალი უცხოური IT კომპანიების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული. საშუალო კლასის ბიზნეს ცენტრებს კი ფასის, მენეჯმენტის, პარკინგის, უსაფრთხოებისა და საერთო სივრცეების გამო კორპუსებიდან მოიჯარეთა გადმოყვანის რეალური პოტენციალი აქვთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE