
2026 წლის FIFA-ს მსოფლიოს ჩემპიონატს China Media Group რეტრანსლირებას გაუკეთებს
FIFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეთანხმებას მიაღწია China Media Group-თან, რომლის საფუძველზეც ჩინეთში გადაიცემა 2026 FIFA World Cup-ისა და 2030 FIFA World Cup-ის ყველა მატჩი, ასევე 2027 FIFA Women's World Cup და 2031 FIFA Women's World Cup.
FIFA-ს გენერალურმა მდივანმა მათიას გრეფსტრომმა განაცხადა, რომ ჩინური ბაზარი მსოფლიო ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
“ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა, რომ CMG-სთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩინელი გულშემატკივრების ვნება ფეხბურთის მიმართ კარგად ვიცით და ძალიან ვამაყობთ ამ პარტნიორობით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ჩინეთის ყველა გულშემატკივრამდე მიიტანს,“ - აღნიშნა გრეფსტრომმა.
შეთანხმება FIFA-სა და CMG-ს მრავალწლიან თანამშრომლობას აგრძელებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც ისტორიაში პირველად 48 ნაკრების მონაწილეობით გაიმართება.
FIFA-ს განცხადებით, პარტნიორობა ასევე ხელს შეუწყობს ტურნირების ციფრული გაშუქების გაფართოებას და ახალგაზრდა აუდიტორიის უფრო აქტიურად ჩართვას.
“CMG უკვე 50 წელია ჩვენი ძლიერი პარტნიორია. მათი მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატების მომდევნო ორ ციკლში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტურნირების ტრანსლაციის ხარისხს,“ - დაამატა გრეფსტრომმა.
FIFA ასევე მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია ჩინეთში დამატებით ბიძგს მისცემს Chinese Football Association-ის გეგმებს ახალგაზრდული ფეხბურთისა და ეროვნული ნაკრებების განვითარების მიმართულებით.
ამ პროცესს ხელს უწყობს ისიც, რომ ჩინეთის როგორც კაცთა, ისე ქალთა 17-წლამდელთა ნაკრებები წელს ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატებზე გავიდნენ.
ბოლო ორ კვირაში ჩინეთს FIFA-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ - მათ შორის ჯილ ელისი და არსენ ვენგერი, რომლებიც ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციასთან და მთავრობასთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად ჩავიდნენ.