
2026 წლის I კვარტალში ვისკის იმპორტი 72.5%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ვისკის იმპორტმა და ექსპორტმა ზრდის ტენდენცია აჩვენა, რაც საქსტატის მონაცემებით, როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით მნიშვნელოვან მატებაზე მიუთითებს.
იმპორტის მიმართულებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა $5,789,100-ის ღირებულების 242,696 ლიტრი ვისკი. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი $3,355,900-ს და 133,227 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად, ღირებულებითი ზრდა 72.5%-ს, ხოლო მოცულობითი ზრდა 82.1%-ს აღწევს.
2026 წლის პირველ კვარტალში ვისკის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები ასე გადანაწილდა:
• გაერთიანებული სამეფო – $3,482,600 (129,830 ლიტრი); • ლატვია – $937,300 (22,369 ლიტრი); • აშშ – $510,400 (17,291 ლიტრი); • ნიდერლანდები – $286,300 (5,101 ლიტრი); • ირლანდია – $165,200 (5,112 ლიტრი); • ესპანეთი – $92,600 (51,384 ლიტრი); • საფრანგეთი – $89,400 (2,790 ლიტრი); • რუმინეთი – $72,100 (3,744 ლიტრი); • არაბთა გაერთიანებული საამიროები – $65,400 (1,686 ლიტრი); • გერმანია – $40,400 (1,608 ლიტრი).
შეგახსენებთ, თბილისში 16-17 მაისს, Tbilisi’s Whisky Festival 2026 ჩატარდება.
BM.GE
წყარო: bm.ge