
2026 წლის I ნახევარში ხანძრების რაოდენობა 36%-ით შემცირდა – სტატისტიკა
საქართველოში ხანძრების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში (I-II კვარტალი) ქვეყანაში 4,759 ხანძარი დარეგისტრირდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან (7,440 ხანძარი) შედარებით 36%-ით (2,681 შემთხვევის) ნაკლებია.
ხანძრების ინტენსივობის კლებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირებულია მიყენებული მატერიალური ზიანიც - განადგურებული შენობა-ნაგებობების რაოდენობა თითქმის განახევრდა.
სტატისტიკის მიხედვით, ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოდნავ შემცირდა, თუმცა მცირედით იმატა ტრავმირებულთა მაჩვენებელმა:
2026 წლის I ნახევარში ხანძარს 30 ადამიანი ემსხვერპლა (2025 წლის 6 თვეში - 32 პირი). დაშავდა 101 ადამიანი, რაც 9.8%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (92 პირი).
2026 წლის იანვარ-ივნისში მნიშვნელოვნად შემცირდა ხანძრისგან მიყენებული მატერიალური ზარალი:
• 2026 წლის 6 თვეში ხანძარმა 165 შენობა გაანადგურა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 299-ს შეადგენდა (კლება -44.8%). • ხანძრის შედეგად დაღუპული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 18-მდე შემცირდა, 2025 წლის I-II კვარტალში დაფიქსირებული 218-ის სანაცვლოდ.
ხანძრების სტატისტიკა (I-II კვარტალი, 2025 vs 2026 წწ.):
მაჩვენებელი 2025 I-II კვ. 2026 I-II კვ. ცვლილება ხანძრების რაოდენობა, სულ 7 440 4 759 -36.0% დაღუპულთა რაოდენობა 32 30 -6.3% ტრავმირებულთა რაოდენობა 92 101 +9.8% განადგურებული შენობა-ნაგებობები 299 165 -44.8% დაღუპული მსხვილფეხა პირუტყვი 218 18 -91.7%
შსს-ს მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წელი ხანძრების მხრივ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე იყო - მთლიანი წლის განმავლობაში სულ 14,069 ხანძარი დაფიქსირდა (მათ შორის 61 დაღუპული და 509 განადგურებული შენობა).
შედარებისთვის:
• 2024 წელს დარეგისტრირდა 11,639 ხანძარი; • 2023 წელს - 10,564 ხანძარი; • 2022 წელს - 13,272 ხანძარი.
BM.GE
წყარო: bm.ge