მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებელმა აღარ განახორციელოს
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებელმა აღარ განახორციელოს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებელმა აღარ განახორციელოს

BM.GE30 აპრილი, 2026, 20:51|bm.ge

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაცია აღარ განახორციელოს. აღნიშნული ინფორმაცია მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა.

საგულისხმოა, რომ ტრადიციულად, ქართველი გულშემატკივარი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, თუმცა, როგორც საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ამჯერად ვითარება შესაძლოა შეიცვალოს. საბჭოს წევრთა განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მნიშვნელოვნად გაზრდილი საფასურია, რომელიც ტრანსლაციის უფლებებისთვის საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციისგან არის მოთხოვნილი.

მათივე თქმით, საკითხი მხოლოდ ფინანსურ ნაწილს არ ეხება - საბჭოზე აქტიურად განიხილებოდა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიებების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შენარჩუნება. საბჭოს წევრთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ისტორიულად პირველი არხი სწორედ იმ პლატფორმას წარმოადგენდა, რომელიც საზოგადოებას უფასოდ სთავაზობდა უმნიშვნელოვანეს სპორტულ ტურნირებს, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატს, რაც მაყურებლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

სხდომაზე ასევე დაისვა კითხვები მაუწყებლის სტრატეგიასთან დაკავშირებით. მათ შორის, რამდენად სწორია მსგავსი კონტენტის დაკარგვა და როგორ აისახება ეს მაყურებლის ინტერესებზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE