მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის მსოფლიოს 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
2026 წლის მსოფლიოს 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

2026 წლის მსოფლიოს 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

BM.GE26 მაისი, 2026, 12:20|bm.ge

ამერიკული გამოცემა Forbes-ის მიხედვით, საერთო ჯამში, 2026 წლისთვის მსოფლიოს 10-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა $1.4 მილიარდი გამოიმუშავა.

მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიის სათავეში კი უკვე მეოთხე წელი ზედიზედ და საერთო ჯამში მეექვსედ, კრიშტიანუ რონალდუა. Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიის პირველი ადგილის დაკავებიდან ათი წელი გავიდა და ამ პერიოდში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მადრიდის „რეალში”, „იუვენტუსში“, შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში“ და ბოლოს საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ ითამაშა. მიუხედავად ამ მრავალწლიანი მოგზაურობისა, 41 წლის ფეხბურთელი კვლავ სპორტული სამყაროს ფინანსური მეფეა.

ბოლო 12 თვეში მან დაახლოებით $300 მილიონი გამოიმუშავა. აქედან $235 მილიონი „ალ-ნასრთან“ კონტრაქტიდან მიიღო, ხოლო $65 მილიონი რეკლამებიდან, ლიცენზიებიდან, საჯარო გამოსვლებიდან, და სხვა ბიზნესსაქმიანობიდან.

რონალდუ, რომელიც კარიერაში უკვე 1000 გოლთან ახლოსაა, ამ მაჩვენებლით მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა - ორივემ ექვსჯერ დაიკავა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის ტიტული. მათზე მეტი მხოლოდ ტაიგერ ვუდსს აქვს, რომელიც სიის სათავეში 11-ჯერ მოექცა.

2025 წელთან შედარებით, როდესაც რონალდუმ ფეხბურთელებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა, მისი შემოსავალი კიდევ $25 მილიონით გაიზარდა.

ამასთან ერთად, საკუთარი სპორტში ფინანსური რეკორდი კიდევ ორმა სპორტსმენმა დაამყარა.

ფორმულა 1-ის ვარსკვლავმა ლუის ჰამილტონმა $100 მილიონი გამოიმუშავა, რითაც საკუთარ 2021 წლის რეკორდს გადააჭარბა. MLB-ის ვარსკვლავმა შოჰეი ოტანიმ კი $127.6 მილიონი მიიღო და ბეისბოლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.

ამ სიაში ასევე არიან კანელო ალვარესი $170 მილიონით, ლიონელ მესი $140 მილიონით და ლებრონ ჯეიმსი $137.8 მილიონით.

ყველაზე დიდი არასპორტული შემოსავალი შოჰეი ოტანის აქვს $125 მილიონი. Forbes-ის ისტორიაში, მოქმედ სპორტსმენებს შორის მას მხოლოდ კონორ მაკგრეგორი უსწრებს, რომელმაც 2021 წელს Proper No. Twelve ვისკის გაყიდვის შემდეგ $158 მილიონი მიიღო.

მსოფლიოს 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი - 2026

• კრიშტიანუ რონალდუ - $300 მილიონისპორტი: ფეხბურთი | ასაკი: 41 | ქვეყანა: პორტუგალიამოედანზე: 235 მილიონი | მოედნის გარეთ: 65 მილიონი • კანელო ალვარესი - $170 მილიონისპორტი: კრივი | ასაკი: 35 | ქვეყანა: მექსიკამოედანზე: 160 მილიონი | მოედნის გარეთ: 10 მილიონი • ლიონელ მესი - $140 მილიონი სპორტი: ფეხბურთი | ასაკი: 38 | ქვეყანა: არგენტინამოედანზე: 70 მილიონი | მოედნის გარეთ: 70 მილიონი • ლებრონ ჯეიმსი - $137.8 მილიონისპორტი: კალათბურთი | ასაკი: 41 | ქვეყანა: აშშმოედანზე: 52.8 მილიონი | მოედნის გარეთ: 85 მილიონი • შოჰეი ოტანი - $127.6 მილიონისპორტი: ბეისბოლი | ასაკი: 31 | ქვეყანა: იაპონიამოედანზე: 2.6 მილიონი | მოედნის გარეთ: 125 მილიონი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE