მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მგზავრთა რაოდენობა 14%-ით შემცირდა
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მგზავრთა რაოდენობა 14%-ით შემცირდა

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მგზავრთა რაოდენობა 14%-ით შემცირდა

BM.GE20 მაისი, 2026, 16:56|bm.ge

საქსტატმა 2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით საქართველოს რკინიგზის საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რკინიგზის მგზავრთნაკადი წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

დოკუმენტის თანახმად, რკინიგზას სულ 302 ათასი მგზავრი ჰყავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. შედარებისთვის, რაოდენობრივად საქართველოს რკინიგზას სამ თვეში უფრო ნაკლები მგზავრი გადაჰყავს, ვიდრე თბილისის მეტროს ერთ დღეში, რომელსაც მაგალითად 19 მაისს 444.3 ათასი მგზავრი ჰყავდა.

საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს ქვეყნის ძირითადი ქალაქების და დაბების მიმართულებით ახორციელებს. მთავრობის განცხადებით, კომპანია აღადგენს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას, ასევე განაახლებს სამგზავრო გადაყვანებს ახალციხის მიმართულებით. ასევე, კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვა. ამასთან, საქართველოს მთავრობის განცხადებით, 26 მაისიდან, 6 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგება თბილისი-ბაქოს ყოველდღიური რეისიც.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის საქმიანობის სხვა მაჩვენებლებს, 2026 წლის პირველ კვარტალში ტვირთბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.03%-ით შემცირდა და 3 მილიონი ტონა შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE