მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2030 წლამდე მინიმუმ 2 ფილიალის დამატებას ვგეგმავთ, მათგან ერთი რეგიონში იქნება - "მწვანე სკოლა"
2030 წლამდე მინიმუმ 2 ფილიალის დამატებას ვგეგმავთ, მათგან ერთი რეგიონში იქნება - "მწვანე სკოლა"

2030 წლამდე მინიმუმ 2 ფილიალის დამატებას ვგეგმავთ, მათგან ერთი რეგიონში იქნება - "მწვანე სკოლა"

BM.GE23 მაისი, 2026, 13:30|bm.ge

„მწვანე სკოლა“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ფილიალების რაოდენობის კიდევ ორით გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ "მწვანე სკოლების" აღმასრულებელმა დირექტორმა სესილი გელოვანმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხზე.

„2030 წლამდე გვაქვს გეგმაში რომ დავამატოთ მინიმუმ ორი ფილიალი და მათგან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება თბილისს გარეთ, რეგიონში. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა „მწვანე სკოლების“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ „მწვანე სკოლა“ გაფართოებაზე უკვე რამდენიმე წელია საუბრობს. გასულ წელს Bm.ge-სთან ინტერვიუში „მწვანე სკოლის“ დამფუძნებელმა ბაკურ სულაკაურმა აღნიშნა, რომ მომდევნო კამპუსის გახსნის გეგმამ გადაიწია, ვინაიდან შესაბამისი უძრავი ქონების პოვნის პროცესი გართულდა. “„შეფერხების მიზეზი ისაა, რომ ვერ ვიპოვეთ ჩვენი სტანდარტების შესაბამისი შენობა და სივრცე. ჩვენს სკოლას კონკრეტული მახასიათებლების მქონე ტერიტორია სჭირდება. მაგალითად, თუ შენობას გარშემო მიწა და ეზო არ აქვს, არ განვიხილავთ მის შეძენას”, - აღნიშნა გასულ წელს ბაკურ სულაკაურმა.

ცნობისთვის, “მწვანე სკოლა“ საგანმანათლებლო სივრცეში უკვე 13 წელია არსებობს. ამ დროისთვის, სკოლას ოთხი ფილიალი აქვს თბილისის სხვადასხვა უბანში, სადაც ჯამში 5000-მდე მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 700-მდე მასწავლებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE