
24 ივნისის ღონისძიებების ანონსი
24 ივნისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, მრეწველობის პროდუქციის ინდექსს (2026 წლის I კვარტალი).
09:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.დღის წესრიგი: 1. საქართველოს გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ (1-4416/26; 14.05.2026); მომხსენებელი: საქართველოს გენერალური პროკურორი - გიორგი გვარაკიძე.
10:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (333/2-XIმპ; 03.06.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (346/3-XIმპ; 16.06.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - თორნიკე ჭეიშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კირცხალიას, არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (354/3-XIმპ; 17.06.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ გორდულაძე.