მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 25 წლამდე ასაკის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები 2026 წელს
25 წლამდე ასაკის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები 2026 წელს

25 წლამდე ასაკის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები 2026 წელს

BM.GE26 მაისი, 2026, 00:05|bm.ge

სპორტის ფინანსურ ფენომენებს შორის არიან ფეხბურთის ორი ვარსკვლავი, კალათბურთის ორი მოთამაშე და ორი ჩოგბურთელი, რომლებიც უკვე ჩაბმულები არიან თაობათა შორის მეტოქეობაში. თითოეულმა მათგანმა გასულ წელს, სულ მცირე, $54 მილიონი გამოიმუშავა.

ერლინგ ჰოლანდი 25 წლის ან უმცროსი ასაკის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია, ბოლო 12 თვის განმავლობაში დაახლოებით $80 მილიონის შემოსავლით, რაც მოიცავს როგორც მის კონტრაქტს “მანჩესტერ სიტისთან”, ისე სპონსორობას, საჯარო გამოსვლებსა და მემორაბილიას.

ეს კიდევ ერთი ახალი მიღწევაა 25 წლის ნორვეგიელისთვის, რომლისთვისაც ეს წელი წარმატებებით იყო სავსე; იგი ასევე მე-19 ადგილს იკავებს Forbes-ის 2026 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების საერთო სიაში. სექტემბერში ჰოლანდი გახდა ყველაზე სწრაფი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 გოლი გაიტანა, მან ეს რეკორდი ტურნირის 49-ე მატჩში დაამყარა, ხოლო სამი თვის შემდეგ პრემიერ ლიგის რეკორდიც დაამსხვრია, როდესაც თავის 111-ე შეხვედრაში მე-100 ლიგური გოლი გაიტანა.

ჰოლანდი არ არის ერთადერთი ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც მოედანსა თუ მის ფარგლებს გარეთ დიდ ციფრებს აჩვენებს. კიდევ ხუთმა ფენომენმა (25 წლის და უმცროსი ასაკის) მოახერხა მსოფლიოს 50 ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენს შორის მოხვედრა: მისმა კოლეგამ, ვინისიუს ჟუნიორმა, NBA-ის ვარსკვლავებმა ენტონი ედვარდსმა და კეიდ კანინგემმა, და ჩოგბურთის მოპაექრეებმა - კარლოს ალკარასმა და იანიკ სინერმა ასევე შეძლეს სიის სათავეში მოქცევა.

საერთო ჯამში, ამ ექვსმა სპორტსმენმა ბოლო 12 თვის განმავლობაში, გადასახადებისა და აგენტების საკომისიოს გამოკლებამდე, დაახლოებით $384 მილიონი გამოიმუშავა, აქედან $239 მილიონი ხელფასებიდან, ბონუსებიდან და საპრიზო ფონდებიდან მიიღეს, ხოლო $145 მილიონი მათი ბიზნესსაქმიანობიდან.

კანინგემი, ალკარასი და სინერი ამ სიაში პირველად გამოჩნდნენ, რამაც ხელი შეუწყო საუკეთესო 50 სპორტსმენის საშუალო ასაკის 30 წლამდე შემცირებას (გასულ წელს ეს მაჩვენებელი 31 წელი იყო, ხოლო 2023 წელს — 33). ტოპ 50-ში ახლა უფრო მეტი სპორტსმენია 20-დან 30 წლამდე ასაკის, ვიდრე 30 წლის ან უფროსი — ეს პირველი შემთხვევაა 2017 წლის შემდეგ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა არის სტეიბლკოინი და რომელია ყველაზე პოპულარული?

რა არის სტეიბლკოინი და რომელია ყველაზე პოპულარული?

BM.GE

"საქართველო გასტრონომიულად ასეთი პოპულარული არ მახსენდება ყოფილიყოს" - "კოჭბაანის სახლი"

"საქართველო გასტრონომიულად ასეთი პოპულარული არ მახსენდება ყოფილიყოს" - "კოჭბაანის სახლი"

BM.GE

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ხელფასი გაანახევრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ხელფასი გაანახევრა

BM.GE

ამერიკული კონსორციუმი “ნაპოლის” 2 მილიარდ ევროდ შეძენას განიხილავს

ამერიკული კონსორციუმი “ნაპოლის” 2 მილიარდ ევროდ შეძენას განიხილავს

BM.GE