
3 ოქტომბრიდან ორთაჭალის ქუჩაზე, N88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში ორთაჭალის ქუჩაზე, N88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, წინანაურის ქუჩიდან ორთაჭალის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კრწანისის II შესახვევის, კრწანისის ქუჩის, დიმიტრი გულიას მოედნის, გია გულუას ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, ძეგლთან მოხვევით.
ხოლო ორთაჭალის ქუჩიდან წინანაურის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის II შესახვევის გავლით.
აღნიშნულ პერიოდში მიკროავტობუსები N557 და N580 იმოძრავებენ ორთაჭალის ქუჩის N89ა-მდე, ხოლო N561 და N562 მიკროავტობუსები კრწანისის ქუჩიდან მოემსახურებიან ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთს - N92-დან კრწანისის II შესახვევამდე, ასევე კრწანისის II შესახვევს, ორთაჭალის ქუჩის კვეთიდან ვოლსკის ქუჩამდე.
ამ ეტაპზე წინანაურის ქუჩაზე ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე ქსელი, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება.
პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს.
BM.GE
წყარო: bm.ge