მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 300-ზე მეტი ტრეიდინგ ტოკენი Coinmania-ზე!
300-ზე მეტი ტრეიდინგ ტოკენი Coinmania-ზე!

300-ზე მეტი ტრეიდინგ ტოკენი Coinmania-ზე!

BM.GE1 მაისი, 2026, 18:04|bm.ge

Coinmania მომხმარებლებს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს – პლატფორმაზე უკვე 300-ზე მეტი ტრეიდინგ ტოკენია ხელმისაწვდომი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ სივრცეში მარტივად და სწრაფად იყიდონ და გაყიდონ ტოკენები საერთაშორისო ბირჟის კურსით.

ეს სიახლე განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც კრიპტოაქტივებს საინვესტიციო მიზნებით იყენებს და ვაჭრობა ადგილობრივ პლატფორმაზე სურს. ნაცნობი გარემო პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს და ამცირებს იმ ბარიერებს, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე შესრულებულ ოპერაციებს ახლავს.

ტრეიდინგ ტოკენების ყიდვა გაყიდვაზე მოქმედებს 0.1%-იანი საკომისიო – მომხმარებლებს საშუალება აქვთ, საერთაშორისო ბირჟასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ფასად მიიღონ წვდომა ტოკენების დიდ არჩევანზე. აღსანიშნავია, რომ პლატფორმის მომხმარებლებს შორის ტრეიდინგ ტოკენების გადარიცხვაც შესაძლებელია, თანაც საკომისიოს გარეშე.

Coinmania-ს ახალი მობილური აპლიკაციით საფულის გამოყენება კიდევ უფრო მოსახერხებელია, როგორც გამოცდილი, ისე დამწყები მომხმარებლებისთვის. Coinmania-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი კი, მზად არის მომხმარებლებს ნებისმიერი სახის საჭირო ინფორმაცია თუ ინსტრუქცია 24/7-ზე რეჟიმში მიაწოდოს.

ახალ ტრეიდინგ ტოკენებთან ერთად, რა თქმა უნდა, პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ის კრიპტოაქტივებიც, რომელთა ბლოკჩეინით გადარიცხვა და მიღებაც შესაძლებელია. ეს მომხმარებლებს საკუთარი აქტივების ერთ სივრცეში მარტივად მართვისა და მათი პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

Coinmania აყალიბებს ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს ტოკენების მრავალფეროვან არჩევანსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ გარემოს. პლატფორმაზე ტოკენები რეგულარულად დაემატება. ამ ეტაპზე მხარდაჭერილი აქტივების ნახვა შესაძლებელია Coinmania-ს ვებგვერდზე, მარკეტის განყოფილებაში და აპლიკაციაში ყველა კრიპტო → ტრეიდინგ ტოკენების ველში.

დაიწყე კრიპტოინვესტირება Coinmania-ს მობილური აპლიკაციით: https://bit.ly/trdcoins

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE