მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 37 კომპანია და 3 პავილიონი - საქართველო შანხაის იმპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას
37 კომპანია და 3 პავილიონი - საქართველო შანხაის იმპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

37 კომპანია და 3 პავილიონი - საქართველო შანხაის იმპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 19:04|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - China International Import Expo (CIIE 2026) 37 კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა შანხაიში, 5-10 ნოემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო China International Import Expo-ში ყოველწლიურად, უკვე მეცხრედ მონაწილეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე საქართველო ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო საქონლის პავილიონებით იქნება წარმოდგენილი. ქართული კომპანიები საერთაშორისო მყიდველებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ და პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

"გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართება ქართული და ჩინური კომპანიების B2B შეხვედრები პოტენციურ მყიდველებთან და ბიზნესპარტნიორებთან. შეხვედრები ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, პირდაპირი საქმიანი კონტაქტები დაამყარონ, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები და გააფართოონ ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის პერსპექტივები.

წელს ეროვნული პავილიონის კონცეფცია ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას დაეთმობა. პავილიონის გაფორმებაში გამოყენებული იქნება ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივები. სტუმრები გაეცნობიან ქართული ჭადრაკის ისტორიას და შესაძლებლობა ექნებათ თავადაც ითამაშონ ჭადრაკი.

ეროვნულ პავილიონში ასევე გაიმართება ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლები ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას გაეცნობიან. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი.

გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა, ახალი სავაჭრო კავშირების დამყარება და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება. ინვესტიციების სააგენტო ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც მათ პოტენციურ მყიდველებთან და ბიზნესპარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს", - აღნიშნულია ინვესტიციების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის ფინანსურ სამიტზე გამოცდილება გააზიარა

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის ფინანსურ სამიტზე გამოცდილება გააზიარა

BM.GE

უკრაინამ აშშ-ის ზეწოლის ფონზე რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე იერიშები შეაჩერა

უკრაინამ აშშ-ის ზეწოლის ფონზე რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე იერიშები შეაჩერა

BM.GE

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE

სექტემბერში ფულის გათეთრების 16 დანაშაული დაფიქსირდა - სისხლის სამართლის სტატისტიკა

სექტემბერში ფულის გათეთრების 16 დანაშაული დაფიქსირდა - სისხლის სამართლის სტატისტიკა

BM.GE