მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. $4 მილიარდის ინვესტიცია ქვანახშირის ინდუსტრიაში – რას გეგმავს ინდოეთი?
$4 მილიარდის ინვესტიცია ქვანახშირის ინდუსტრიაში – რას გეგმავს ინდოეთი?

$4 მილიარდის ინვესტიცია ქვანახშირის ინდუსტრიაში – რას გეგმავს ინდოეთი?

BM.GE18 მაისი, 2026, 12:38|bm.ge

ინდოეთის მინისტრთა კაბინეტმა 375 მილიარდი რუპიის ($4 მლრდ) მოცულობის სქემა დაამტკიცა, რომელიც ქვანახშირის გაზიფიცირების პროექტების სტიმულირებას ისახავს მიზნად. როგორც მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, ინიციატივა იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებასა და ადგილობრივი რესურსების უფრო სუფთა, ინდუსტრიული მიზნებისთვის გამოყენებას ემსახურება.

მთავრობის გადაწყვეტილება ქვანახშირის სინთეზურ გაზად გარდაქმნას შეუწყობს ხელს, რომელიც შემდგომში ელექტროენერგიის, სასუქების, ნავთობქიმიკატებისა და სხვა სამრეწველო პროდუქტების წარმოებაში იქნება გამოყენებული. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სტრატეგია ქვეყანას თხევადი ბუნებრივი აირის, შარდოვანას, ამიაკისა და მეთანოლის იმპორტის შემცირებაში დაეხმარება.

საგულისხმოა, რომ ინდოეთისთვის ენერგომატარებლების იმპორტის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე გახდა.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთი მსოფლიოში ქვანახშირის ერთ-ერთი უმსხვილესი მარაგის მფლობელია, რომელიც 401 მილიარდ ტონას, ხოლო ლიგნიტის შემთხვევაში 47 მილიარდ ტონას შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE