მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს
„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 03:58|bm.ge

ქართული აგროსექტორისთვის ექსპორტის კიდევ ერთი მიმართულება გაიხსნა. ფიტოსანიტარიული რისკების ანალიზის წარმატებით დასრულების შემდეგ, უზბეკეთის მხარემ საქართველოდან თხილის, ნუშისა და ციტრუსების იმპორტზე ოფიციალური ნებართვა გასცა. აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის გამართული შეხვედრისას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას UzDaily ავრცელებს.

პროცესის ფარგლებში, მხარეები უკვე გეგმავენ ერთობლივ ინსპექტირებას თვისობრივ სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და პროდუქციის მოსამზადებელ საწარმოებში.

როგორც ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა, თორნიკე ლათათიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, უზბეკეთი 40-მილიონიანი მოსახლეობით საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო ბაზარია, სადაც კაკლოვან კულტურებზე, განსაკუთრებით კი ნუშზე, მაღალი მოთხოვნაა.

მისი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ გასულ წელს პირველი სატესტო ექსპორტი (დაახლოებით 100 ტონა ნუში)უკვე განახორციელა, წელს კი ადგილობრივ მეწარმეებს უზბეკურ მხარესთან უკვე რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.

მისივე თქმით, ამერიკელ და ესპანელ კონკურენტებთან შედარებით, ქართველ მწარმოებლებს სერიოზული ლოგისტიკური უპირატესობა აქვთ, - პროდუქციის ტრანსპორტირებას 10 დღიდან 2 კვირამდე სჭირდება. ამასთან, უზბეკეთის ბაზარზე შესვლის სტანდარტები ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სრულიად მისაღებია.

„უზბეკეთი 40-მილიონიანი მოსახლეობით საკმაოდ მიმზიდველი ბაზარია, სადაც კაკლოვანი კულტურები, განსაკუთრებით კი ნუში, კვების რაციონში ძალიან პოპულარულია. გასულ წელს ჩვენმა კომპანიამ პირველი სატესტო ექსპორტი განახორციელა და 100 ტონამდე ნუში გავიტანეთ. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც უზბეკეთში ქართული კაკლოვანი კულტურა შევიდა. წელსაც საკმაოდ იმედიანად ვართ განწყობილები, ქართველ მეწარმეებს უკვე რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და არსებული გამოცდილება ბაზარზე დამკვიდრებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

ძირითად კონკურენტებთან, ამერიკასთან და ესპანეთთან შედარებით, ჩვენ სერიოზული ლოგისტიკური უპირატესობა გვაქვს, რადგან პროდუქტის მიწოდებას 10 დღიდან ორ კვირამდე სჭირდება. ამასთან, მოთხოვნილი სტანდარტები სრულიად მისაღებია: ადგილობრივ დონეზე საწარმომ HACCP-ის სისტემა უნდა დააკმაყოფილოს, უზბეკეთისგან იყოს იმპორტის ნებართვა და ჩატარდეს პროდუქციის უსაფრთხოების სტანდარტული ლაბორატორიული ანალიზები.“ - განაცხადა ლათათიამ.

რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების მოცულობას, უამინდობისა და რთული კლიმატური პირობების გამო, წელს მოსავლიანობა მოსალოდნელზე ნაკლებია, მწარმოებლები დაახლოებით 4 500 -5 000 ტონა ნუშის მოსავალს ელოდებიან.

„გამოწვევად რჩება წარმოების მოცულობა. წელს უფრო დიდ მოსავალს ველოდებოდით, თუმცა რთულმა კლიმატურმა პირობებმა ფერმერებს ხელი შეუშალა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ინდუსტრია და სანედლეულო ბაზა უკვე შეიქმნა. წელს დაახლოებით 4 500 – 5 000 ტონა ნუშის მოსავალს ველოდებით. უამინდობის გამო მოსავლის აღებამ ცოტათი გადაიწია და ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ 10-15%-ია აღებული, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მოცულობა მაინც უზრუნველყოფს როგორც შიდა ბაზარს, ისე საექსპორტო გეგმებს“, - განაცხადა ლათათიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იწყება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატაიმედი
  • "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება- "თბილისი მოლის" განცხადებატვ პირველი
  • ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყებარუსთავი 2
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
იწყება →

მსგავსი სტატიები

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

BM.GE

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

BM.GE

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

BM.GE

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში რეგიონებს შორის განსხვავებები ფასწარმოქმნაში უნდა აისახოს - "კონსტრაქშენ სერვისი"

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში რეგიონებს შორის განსხვავებები ფასწარმოქმნაში უნდა აისახოს - "კონსტრაქშენ სერვისი"

BM.GE