მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 41 მოვაჭრე დაჯარიმდა - როგორია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სტატისტიკა?
41 მოვაჭრე დაჯარიმდა - როგორია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სტატისტიკა?

41 მოვაჭრე დაჯარიმდა - როგორია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სტატისტიკა?

BM.GE5 მაისი, 2026, 18:00|bm.ge

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) წელს მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის ბიზნესი 60 176 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ სტატისტიკიდან ირკვევა, რომელიც სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გამოაქვეყნა.

იანვარ-აპრილში, GCCA-ის გადაწყვეტილებით:

• მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 246 საქმეზე. • GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრეს - 61 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 60 176 ლარის ოდენობით. • მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე - 68 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

2026 წლის 4 თვეში, სააგენტოში მომხმარებლების 835 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 2553 შეადგინა. განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110%-ით არის გაზრდილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE