მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 50 წელს გადაცილებულთა დასაქმებით დიდი ბრიტანეთი ლიდერობს - OECD-ის წევრების რეიტინგი
50 წელს გადაცილებულთა დასაქმებით დიდი ბრიტანეთი ლიდერობს - OECD-ის წევრების რეიტინგი

50 წელს გადაცილებულთა დასაქმებით დიდი ბრიტანეთი ლიდერობს - OECD-ის წევრების რეიტინგი

BM.GE30 მაისი, 2026, 20:50|bm.ge

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის დაბერებამ, საპენსიო ასაკისა და განათლების დონის ზრდამ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში 55 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების დასაქმების მაჩვენებლის მატებას შეუწყო ხელი.

თუმცა ბევრი სამუშაო ადგილი ჯერ კიდევ ხანმოკლე კარიერაზეა მორგებული, რის გამოც ადამიანებს სამსახურის იმაზე ადრე დატოვება უწევთ, ვიდრე ეს სურთ ან სჭირდებათ.

ადრეული ასაკიდან სამსახურის დატოვება ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას და კეთილდღეობასა და ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯებს ზრდის. ეს კიდევ უფრო ამწვავებს დემოგრაფიულ წნეხს და ასაკოვანი საზოგადოებების წინაშე არსებულ ისეთ გამოწვევებს, როგორიც სამუშაო ძალის დეფიციტია.

OECD-ის შეფასებით, ხანგრძლივი სამუშაო ცხოვრების უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს დამსაქმებლები ასრულებენ, კადრების შერჩევის პრაქტიკით, ტრენინგებზე ხელმისაწვდომობით, სამუშაოს ხარისხითა და პირობებით.

Statista-ს პუბლიკაცია აჩვენებს, რომ ქვეყნები ხანდაზმულ მუშაკებს განსხვავებულად უჭერენ მხარს. ამ მხრივ ევროპაში პირველი ადგილი დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა, სადაც, 2023 წლის მონაცემებით, ახლად დაქირავებულ თანამშრომლებს შორის, 50 წელს გადაცილებულთა წილი 12% იყო.

მას მოსდევს ფინეთი 9%-ით, ხოლო დანიასა და ესტონეთში ეს მაჩვენებელი 6-6%-ია. რეიტინგის ბოლოში პოლონეთია მხოლოდ 2%-ით.

ინდუსტრიების მიხედვით, ხანდაზმული მუშაკების ყველაზე დიდი წილი (11%) განთავსებისა და კვების სერვისების სექტორში ფიქსირდება, შემდეგ მოდის ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება (9%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (3%) განათლების სფეროს აქვს.

OECD-ის წევრ ქვეყნებში ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრენინგის შესაძლებლობები. ახალ ზელანდიაში 50-დან 65 წლამდე გამოკითხული თანამშრომლების 49% ამბობს, რომ დამსაქმებლის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებში მიუღია მონაწილეობა (ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია). მას მოსდევს აშშ 48%-ით და ჩეხეთი 43%-ით. რეიტინგის ბოლო ადგილს სამხრეთ კორეა იკავებს მხოლოდ 5%-ით.

სამუშაოს ავტონომიის კუთხითაც მსგავსი უთანასწორობა ფიქსირდება. იაპონიაში 50-დან 65 წლამდე ასაკის მუშაკთა 92% აცხადებს, რომ სამუშაო ტემპზე გარკვეული კონტროლი აქვს, მაშინ როცა შვედეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 61%-ია.

OECD-ის კვლევა აღნიშნავს, რომ ხანდაზმული მუშაკების დასაქმების მაჩვენებელზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. მართალია, ხელფასი და ბენეფიტები ასაკთან ერთად ხშირად იზრდება, თუმცა პროდუქტიულობა ყოველთვის იმავე ტემპით არ მატულობს. მეორე მხრივ, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მრავალთაობიან სამუშაო გუნდს ცოდნის გადაცემისა და დაგროვილი გამოცდილების წყალობით პროდუქტიულობის გაძლიერება შეუძლია.

სამსახურის ასაკოვანი მაძიებლები (განსაკუთრებით ქალები) კვლავ აწყდებიან ასაკობრივ დისკრიმინაციას. ამას ემატება დამსაქმებელთა წუხილი მათი ადაპტაციის უნარებზე, სამუშაო ვადასა და ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებზე. თუმცა, OECD-ი მიიჩნევს, რომ ამ ბარიერების გადალახვა შესაძლებელია უკეთესი ტრენინგებით, სამართლიანი სახელფასო სტრუქტურებითა და რეკრუტირების (შერჩევის) პროცესში ასაკობრივი მიკერძოების შესამცირებლად მიმართული პოლიტიკით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თურქეთს ქართული დენი აღარ სჭირდება, აქცენტი შიდა მოხმარებაზე უნდა გადავიტანოთ - მერაბ ლომინაძე

თურქეთს ქართული დენი აღარ სჭირდება, აქცენტი შიდა მოხმარებაზე უნდა გადავიტანოთ - მერაბ ლომინაძე

BM.GE

ჰორმუზის ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას პენტაგონი არ ადასტურებს

ჰორმუზის ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას პენტაგონი არ ადასტურებს

BM.GE

„რუსთავში ბინის ფასები თბილისის გარეუბნის ფასს გაუთანაბრდა“- როგორია ტენდენციები?

„რუსთავში ბინის ფასები თბილისის გარეუბნის ფასს გაუთანაბრდა“- როგორია ტენდენციები?

BM.GE

ევროკავშირმა უკრაინისთვის 2.8 მილიარდამდე ევროს დაფინანსება დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის 2.8 მილიარდამდე ევროს დაფინანსება დაამტკიცა

BM.GE