მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 5.9%-ის ინფლაციიდან 2.2 პროცენტული პუნქტი საგარეო ფაქტორებზე მოდის - ნათია თურნავა
5.9%-ის ინფლაციიდან 2.2 პროცენტული პუნქტი საგარეო ფაქტორებზე მოდის - ნათია თურნავა

5.9%-ის ინფლაციიდან 2.2 პროცენტული პუნქტი საგარეო ფაქტორებზე მოდის - ნათია თურნავა

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 17:14|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას შეფასებით, ოქტომბერში საქართველოში დაფიქსირებული 5.9%-იანი წლიური ინფლაციიდან მინიმუმ 2.2 პროცენტული პუნქტი საგარეო ფაქტორებით იყო განპირობებული. ამის ძირითად მიზეზად ის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საერთაშორისო სანავთობო ბაზრებზე გაზრდილ ფასებს ასახელებს.

"ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5,9%-იან დონეზე იყო გაზრდილი. აქ ძირითადი წვლილი - ეს არის 2,2% სულ მცირე - შემოიტანა გარე ფაქტორებმა. ეს არის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან ერთად გაძლიერებული წნეხი საერთაშორისო სანავთობო ბაზრებიდან და ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ იგივე ბენზინის, დიზელის და ამიტომ არ შეიძლება, რომ ეს ამ კუთხით არ აისახოს.

ამავდროულად, ჩვენ შედარებით, ასე ვთქვათ, მშვიდად ვართ იქიდან გამომდინარე, რომ ხისტი ინფლაციის მაჩვენებლები - ეგრეთ წოდებული საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სხვადასხვა მერყევ მაჩვენებელს და მომსახურების ინფლაცია - კვლავაც რჩება მიზნობრივთან ახლოს.

თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი მონეტარული პოლიტიკა მკაცრია. თქვენ იცით, რომ მაისში ჩვენ გავზარდეთ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25%-ით და ახლა 8,25% არის, და ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ კვლავაც მზად ვართ, რომ მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, თუკი დავინახეთ ეგრეთ წოდებული მეორე რაუნდის ეფექტები, განვიხილოთ შემდგომი გამკაცრება. ისევე როგორც მზად ვართ, რომ პირიქით შევამსუბუქოთ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის წნეხი, თუკი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დარეგულირდება და საგარეო ბაზრების ვოლატილობა შემცირდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციური რისკების საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია. 2026 წლის მაისში სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და 8.25%-მდე შეადგინა. მომდევნო სხდომებზე განაკვეთი უცვლელად დარჩა.

თურნავას განმარტებით, ეროვნული ბანკი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს, თუ ინფლაციაზე საგარეო ფაქტორების გავლენა მეორად ეფექტებში გადაიზრდება. ამასთან, საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების დასტაბილურების შემთხვევაში, სებ-ი პოლიტიკის შერბილებასაც განიხილავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ლარის სიმყარეს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს - ნათია თურნავარუსთავი 2
  • „ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყებაფორმულა
  • კობახიძის თქმით, თანმიმდევრულ, პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკას აწარმოებენტვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE