მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 მაისის ღონისძიებების ანონსი
6 მაისის ღონისძიებების ანონსი

6 მაისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE6 მაისი, 2026, 00:00|bm.ge

6 მაისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.თემა: ახალი ტიპის სასიკვდილო ვირუსი - ჰანტავირუსი.

12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ტერორისტული აქტის მცდელობაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაერთობლივი სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-4012/26; 30.04.2026); მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღის წესრიგი: 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2025 წლის ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ (1-2920/26; 31.03.2026); მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE